საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი ნიუ-იორკის საერთაშორისო ლინგვისტური ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, თარ­გმან­მცოდ­ნე­ობ­ის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, აკ­ად­ემ­იკ­ოსი ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი უკ­ვე მე­ორე ვა­დით არ­ჩე­ულია ნიუ-იორ­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლინ­გვის­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წევ­რად (International Journal of Applied Linguistics and Translation, New York). ეს შე­თა­ვა­ზე­ბა მან მი­იღო მას შემ­დეგ, რაც 2016 და 2017 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მი­სი ორი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სტა­ტია, რო­მე­ლიც აღ­ბეჭ­დი­ლია სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბის სრუ­ლი­ად ახ­ალი ხედ­ვით.

 

აკ­ად­ემ­იკ­ოს ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ება იც­ნობს, რო­გორც ბა­ირ­ონ­ოლ­ოგს, გა­ლაკ­ტი­ონ­ოლ­ოგს, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნეს, მეც­ნი­ერს, მთარ­გმნელს, პე­და­გოგ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს. მას არა­ერ­თი ჯილ­დო აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი ბა­ირ­ონ­ოლ­ოგი­აში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის.

 

* * *

რა­ში მდგო­მა­რე­ობს ამ კონ­ცეფ­ცი­ის სი­ახ­ლე? სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბის შეს­წავ­ლი­სა და გან­ხილ­ვის თვალ­საზ­რი­სით, აგ­ერ უკ­ვე სა­უკ­უნეა, ლინ­გვის­ტე­ბი ეყ­რდნო­ბი­ან იმ სე­მან­ტი­კურ სამ­კუთხედს, რო­მე­ლიც ოგ­დენ­მა და რი­ჩარ­დსმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ჯერ კი­დევ 1923 წელს ლონ­დო­ნუ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ით. მა­თი კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა შემ­დე­გი სა­მი კომ­პო­ნენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბას ეყ­რდნო­ბა: რე­ფე­რენ­ტი, რო­გორც ექ­სტრა­ლინ­გის­ტუ­რი სამ­ყა­რის სა­გა­ნი ან სა­გან­თა კლა­სი; ნო­მი­ნა­ცია, რო­გორც სიტყვის სა­ხელ­დე­ბა და სიგ­ნი­ფი­კა­ტი, რო­გორც სიტყვის ამ­სახ­ვე­ლი ცნე­ბა. ენ­ისა და მეტყვე­ლე­ბის დი­ქო­ტო­მი­ის თვალ­საზ­რი­სით, სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბის გან­საზღვრი­სას ლინ­გვის­ტე­ბი ამ სა­მი კომ­პო­ნენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბას ეყ­რდნო­ბი­ან.

 

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ის თვალ­საზ­რი­სით, აქ კითხვას ბა­დებ­და შემ­დე­გი ფაქ­ტი: სიტყვა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით უდ­ავ­ოდ ლინ­გვის­ტუ­რი მოვ­ლე­ნაა. მაშ რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბის სე­მან­ტი­კურ სამ­კუთხედ­ში ერთ-ერთ კომ­პო­ნენ­ტად ექ­სტრა­ლინ­გვის­ტუ­რი სამ­ყა­როს ობი­ექ­ტი? ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილ­მა სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ის­წავ­ლა არა მხო­ლოდ ენ­ისა და აზ­როვ­ნე­ბის, არ­ამ­ედ ენ­ისა და ცნო­ბი­ერ­ებ­ის თვალ­საზ­რი­სით. ამ პრო­ცეს­ში მან აგ­რეთ­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დი­დი ფი­ზი­ოლ­ოგ­ის სწავ­ლე­ბა ორ სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მა­ზე, სა­დაც სიტყვა მე­ორე სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

 

სიღ­რმი­სე­ული ან­ალ­იზ­ის შე­დე­გად ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ვი­და იმ დას­კვნამ­დე, რომ სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს არა უშუ­ალ­ოდ გა­რე­სამ­ყა­როს ობი­ექ­ტი, არ­ამ­ედ მი­სი გრძნო­ბი­თი ას­ახ­ვა, რო­მე­ლიც ხა­ტის სა­ხით აის­ახ­ება სიტყვა­ში. ამ გრძნო­ბით ხატს ი. მე­რა­ბიშ­ვილ­მა ლინ­გვის­ტუ­რი ხა­ტი უწ­ოდა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ის შთა­სა­ხუ­ლია ყო­ველ სიტყვა­ში, რო­გორც ენ­ობ­რივ ნი­შან­ში და თა­ნა­არ­სე­ბობს ნო­მი­ნა­ცი­ისა და სიგ­ნი­ფი­კა­ტის გვერ­დით. სიტყვის ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ხმა­რე­ბის დროს ლინ­გვის­ტუ­რი ხა­ტი სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბის ფსკერ­ზეა მი­ძი­ნე­ბუ­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სიტყვას უვ­ით­არ­დე­ბა გა­და­ტა­ნი­თი ან უჩ­ვე­ულო მნიშ­ვნე­ლო­ბა, სიტყვის სიგ­ნი­ფი­კა­ტი სე­მა­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბის ხარ­ჯზე (მი­შელ ბრე­ალ­ის თე­ორია) სა­ხეც­ვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის. რაც შე­ეხ­ება ლინ­გვის­ტურ ხატს, ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უც­ვლე­ლია, ის­ევე, რო­გორც სიტყვის ნო­მი­ნა­ცია, მაგ­რამ აქ­ტი­ურ­დე­ბა და ფსკე­რი­დან ზე­და­პირ­ზე ამ­ოდ­ის, რაც იწ­ვევს სიტყვის ხა­ტო­ვა­ნე­ბას. ამ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილ­მა წა­მო­აყ­ენა ახ­ალი სე­მან­ტი­კუ­რი სამ­კუთხე­დი, რო­მე­ლიც უკ­ვე შედ­გე­ბა ნო­მი­ნა­ცი­ის, სიგ­ნი­ფი­კა­ტი­სა და ლინ­გვის­ტუ­რი ხა­ტის­გან.

 

ამ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ათ­ობ­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ­მა შეს­თა­ვა­ზა ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილს ახ­ალი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. მან არ­ჩე­ვა­ნი შე­აჩ­ერა ნიუ-იორ­კის იმ ჟურ­ნალ­ზე, რომ­ლის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წევ­რიც გახ­და. ეს გახ­ლავთ ამ ჟურ­ნალ­ში მი­სი პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­თა­ურ­ით „Towards Some Aspects of Linguistics of Poetic Translation“ (პო­ეტ­ური თარ­გმა­ნის ლინ­გვის­ტი­კის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტი­სათ­ვის).

 

ამ პუბ­ლი­კა­ცი­ის ღის­შე­სა­ნიშ­ნა­ობა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მის მი­ერ დად­გე­ნი­ლი ახ­ალი სე­მან­ტი­კუ­რი სამ­კუთხე­დი ქარ­თველ­მა მკვლე­ვარ­მა გა­ნი­ხი­ლა ტექ­სტის ლინ­გვის­ტი­კის მო­წი­ნა­ვე მიგ­ნე­ბა­თა, სა­კუთ­რივ, ი. გალ­პე­რი­ნის თე­ორი­ის კვალ­დაკ­ვალ. ი. გალ­პე­რი­ნის თე­ორია ტექ­სტში სამ ში­ნა­არ­სობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას ცნობს: ფაქ­ტობ­რივს, კონ­ცეპ­ტუ­ალ­ურ­სა და ქვე­ტექ­სტურს. სიტყვა­ში ლინ­გვის­ტუ­რი ხა­ტის გა­მოვ­ლე­ნამ ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილს სა­შუ­ალ­ება მის­ცა ტექ­სტის ლინ­გვის­ტი­კი­სათ­ვის შე­ეთ­ავ­აზ­ებ­ინა მე­ოთხე კა­ტე­გო­რია, სა­კუთ­რივ, ში­ნა­არ­სობ­რივ- ხა­ტობ­რი­ვი. ი. გალ­პე­რი­ნის სა­პი­რის­პი­როდ, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სის ქვე­ტექ­სტურ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­გორც სუ­ბი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ამ­ტკი­ცა ამ კა­ტე­გო­რი­ის ობი­ექ­ტურ ღერ­ძზე არ­სე­ბო­ბა.

 

ამ­გვა­რად, სიტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბის ახ­ალი მო­დე­ლი და ში­ნა­არ­სობ­რივ კა­ტე­გო­რი­ათა პა­რა­მეტ­რე­ბის ახ­ალი ნუს­ხა ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­უყ­ენა თარ­გმა­ნის ფე­ნო­მენს, რი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე შე­იტ­ანა თარ­გმა­ნის თე­ორი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. აი, მოკ­ლედ, ყო­ვე­ლი­ვე ის, რა­საც მი­ეძ­ღვნა მი­სი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პუბ­ლი­კა­ცია, რომ­ლის ლინ­კსაც აქ­ვე გთა­ვა­ზობთ: http://www.ijalt.org/article/340/10.11648.j.ijalt.20210704.11

თარიღი: 06/12/2021