საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

VIII სამეცნიერო კონფერენცია, გამარჯვებული სტუდენტები და დეკანის პრიზი

თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის VIII სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის პლე­ნა­რუ­ლი სე­სია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და­ჯილ­დოვ­დნენ, 7 თე­ბერ­ვალს გა­იმ­არ­თა. წელს კონ­ფე­რენ­ცი­აზე ფა­კულ­ტე­ტის 8 მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა რი­გებ­ში არი­ან რო­გორც მა­გის­ტრა­ტუ­რის, ისე ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი.
ტრა­დი­ცი­ად ქცე­ული კონ­ფე­რენ­ცი­ის ფი­ნა­ლუ­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტ­აპი, რო­გორც ყო­ველ­თვის, გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტებს ეთ­მო­ბა. ამ დღეს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა ერთ სივ­რცე­ში იყ­რის თავს. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, თი­თოეულმა დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­მეც­ნი­ერო შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი პოს­ტე­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა. 
„ეს კონ­ფე­რენ­ცია ფა­კულ­ტეტ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, რად­გან მას­ში ყო­ველ­წლი­ურ­ად, და­ახ­ლო­ებ­ით, 200-250 ად­ამი­ანი მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტებს გა­და­ეც­ემ­ათ ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის — რა­მაზ ხო­მე­რი­კის მი­ერ სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო (8 დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან თი­თო გა­მარ­ჯვე­ბულს (ან გუნ­დს) 600 ლა­რი) და სი­გე­ლი. გარ­და ამ­ისა, ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, დოქ­ტო­რან­ტე­ბი აკ­ეთ­ებ­ენ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რა­საც კო­მი­სია აფ­ას­ებს. უნ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დი­დი აქ­ტი­ურ­ობაა რო­გორც მა­გის­ტრან­ტე­ბის, ისე ბა­კა­ლავ­რე­ბის მხრი­დან“, — ამ­ბობს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ერო სფე­რო­ში ვა­ჟა ტრა­პა­იძე.
ღო­ნის­ძი­ებ­ას ეს­წრე­ბო­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და­აჯ­ილ­დო­ვა და აღ­ნიშ­ნა: „ის, რომ ჩვენ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და კარ­გი მეც­ნი­ერ­ები გვყავს, სა­და­ვო არ არ­ის, მაგ­რამ რა იქ­ნე­ბა ხვალ და რამ­დე­ნად გავ­ლენ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კედ­ლე­ბი­დან კვლე­ვი­თი ინ­ტე­რე­სე­ბით, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ობ­ით და ახ­ალი მიზ­ნე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვით, ეს უკ­ვე აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­ზე არ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტებს ვუ­ლო­ცავ ამ წარ­მა­ტე­ბას, ის­ინი უკ­ვე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­აში არი­ან ჩა­წე­რილ­ნი“.
წელს, რო­გორც ყო­ველ­თვის, ნაშ­რო­მე­ბი 8 სა­მეც­ნი­ერო დარ­გი­დან იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი: მა­თე­მა­ტი­კა, კომ­პი­უტ­ერ­ული მეც­ნი­ერ­ებ­ები, ფი­ზი­კა, ელ­ექ­ტრუ­ლი და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ინ­ჟი­ნე­რია, ქი­მია, ბი­ოლ­ოგია, გე­ოგ­რა­ფია და გე­ოლ­ოგია. 
ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა რა­მაზ ხო­მე­რიკ­მა თა­ვის სიტყვა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა ფა­კულ­ტე­ტის­თვის: „უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია, რაც ვუძ­ღვე­ბი ამ კონ­ფე­რენ­ცი­ას და მინ­და გითხრათ, რომ, რო­გორც ყო­ველ­თვის, ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ობა თი­თოეულ დე­პარ­ტა­მენ­ტში: სტუ­დენ­ტე­ბის მოს­მე­ნა, მოხ­სე­ნე­ბე­ბი­სა თუ ნაშ­რო­მე­ბის გან­ხილ­ვა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა“, — აღ­ნიშ­ნა მან.
ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლის თქმით, იმ სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა, რომ­ლე­ბიც კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ, ყო­ველ­წლი­ურ­ად იზ­რდე­ბა. მა­თი უმ­ეტ­ეს­ობა კონ­ფე­რენ­ცი­აში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს. და­ჯილ­დო­ებ­ისა და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ის შემ­დეგ, მათ ემ­ოცი­ები და კვლე­ვე­ბის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­არ­ეს.


* * *
მა­თე­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რის II კურ­სის სტუ­დენ­ტმა არ­ჩილ სა­ყე­ვა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მან ნა­ხე­ვა­რი წლის წინ და­იწყო კვლე­ვა, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ჯაიანი გახ­ლდათ: „ჩე­მი ნაშ­რო­მი პი­ოზო­ელ­ექ­ტრუ­ლი დრე­კა­დი მა­სა­ლის დე­ფორ­მა­ცი­ასა და რხე­ვას ეხ­ება. ჩვენ მა­თე­მა­ტი­კუ­რად შე­ვის­წავ­ლეთ სხვა­დას­ხვა ტი­პის მა­სა­ლა. სი­ახ­ლე არ­ის ის, რომ მსგავ­სი ტი­პის ამ­ონ­ახ­სნი სხვებს, ასე ვთქვათ, არ გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ. ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ციაა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბაც“, — გვითხრა მან.
გე­ოლ­ოგი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი — „სა­ქარ­თვე­ლოს ციფ­რუ­ლი პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ური ბა­ზა“. „ჩე­მი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი კა­ხა ქოიავა გახ­ლავთ. პრო­ექ­ტზე, რო­მელ­ზეც ბო­ლო სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით, არ­ის ციფ­რუ­ლი პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ური ბა­ზა. ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი ბა­ზე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, ხო­ლო, რაც შე­მორ­ჩე­ნი­ლია, არ­ის საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ისა. დღეს გა­ციფ­რუ­ლე­ბა რთუ­ლია და ამ­იტ­ომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის პროგ­რა­მა/აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც სა­ვე­ლე სა­მუ­შაოებში და­ეხ­მა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ გე­ოლ­ოგს და იქ­ნე­ბა უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი და მარ­ტი­ვი. ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა, რად­გან აქ­ამ­დე ას­ეთი კარ­გი პრო­ექ­ტი არ მქო­ნია. წელს გა­მარ­ჯვე­ბას ვე­ლო­დი, რად­გან ეს, ასე ვთქვათ, „ინ­ოვ­აცი­ური“ პრო­ექ­ტია“, — გვითხრა გე­ოლ­ოგი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტმა ალ­ექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.
კონ­ფე­რენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო II კურ­სის სტუ­დენ­ტის ანა ჩარ­თო­ლა­ნის­თვის აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­იპ­ოვა. „ჩე­მი კვლე­ვა ეხ­ებ­ოდა მეს­ტია-ჭა­ლის აუზ­ში მომ­ხდარ გლა­ცი­ალ­ურ ღვარ­ცოფს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ხში­რად ხდე­ბა, რაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ობ­ას და ტუ­რის­ტებს დიდ პრობ­ლე­მას უქ­მნის. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ალ­ური თე­მაა სა­მეგ­რე­ლოს­თვი­საც, რად­გან წელს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მაც კი და­ზი­ან­და. ზუს­ტად ამ­იტ­ომ, ვთვლი, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის ამ­ის მი­წო­დე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბო­ლო შემ­თხვე­ვა 2019 წლის 25 ივ­ლისს მოხ­და, რის შემ­დე­გაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა აღ­დგა, მაგ­რამ კვლავ არ­ის ხარ­ვე­ზე­ბი. ჩე­მი ხელ­მძღვა­ნე­ლია ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი. გა­მი­ხარ­და გა­მარ­ჯვე­ბა, რად­გან კონ­კუ­რენ­ცია დი­დი იყო“, — გვიყ­ვე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის II კურ­სის სტუ­დენ­ტი ანა ჩარ­თო­ლა­ნი.
სტუ­დენ­ტებ­მა კონ­ფე­რენ­ცი­აზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბაც არ და­ივ­იწყეს და ძა­ლი­ან აქ­ტუ­ალ­ურ პრობ­ლე­მას შე­ეხ­ნენ: „ამ მოხ­სე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი სა­კითხი არ­ის ის, თუ რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის თაღ­ლი­თუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ები ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სხვა­დას­ხვა ალ­გო­რით­მის მეშ­ვე­ობ­ით. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვა­და­რებთ ერთ გავ­რცე­ლე­ბულ და ერთ ახ­ალ მე­თოდს, რო­მე­ლიც თა­ვად მო­ვი­ფიქ­რეთ — არ­სე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის­გან შე­ვი­მუ­შა­ვეთ სტრა­ტე­გია. ნაშ­რომ­ში, ას­ევე, ვხსნით, თუ რა­ტომ არ­ის ეს მიდ­გო­მა უკ­ეთ­ესი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ჩვენს კვლე­ვას სა­მი ავ­ტო­რი ჰყავს: ან­ანო თურ­ქი­აშ­ვი­ლი, ერ­ეკ­ლე შიშ­ნი­აშ­ვი­ლი და ლი­ზი მა­მი­საშ­ვი­ლი. ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლია ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაგ­და ცინ­ცა­ძე“, — გვითხრა კომ­პი­უტ­ერ­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დე­პარ­ტა­მენ­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტმა ან­ანო თურ­ქი­აშ­ვილ­მა.

თარიღი: 25/02/2020