საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამას უკვე ჰყავს კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება

თა­მარ და­დი­ანი

 

„თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის პო­პუ­ლა­რო­ბა აბ­იტ­ური­ენ­ტებს შო­რის კი­დევ უფ­რო გა­იზ­არ­და. ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ალო რან­ჟი­რე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ISET-ი უკ­ვე მე­ორე წე­ლია პირ­ველ ად­გილ­ზეა ბიზ­ნე­სის, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მსგავს სას­წავ­ლო პრორ­გა­მებს შო­რის. პირ­ველ­კურ­სელ­თა 99%-მა მო­იპ­ოვა სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა, ხო­ლო 94%-ს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქ­ვს 70% ან 100%-იანი გრან­ტი.

 

ISET-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას უკ­ვე ჰყავს კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა. სწავ­ლა და­ას­რუ­ლა 30 სტუ­დენ­ტმა, აქ­ედ­ან 11-მა წარ­ჩი­ნე­ბით.

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტნი­ორ­ობ­ის კუთხით ISET-მა რა­მო­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რლე­ბა და­დო: ბერ­ლი­ნის ფრი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან (Freie Universsity Berlin) სტუ­დენ­ტთა გაც­ვლის თა­ობ­აზე; ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან (University of Bremen) კი სრუ­ლი­ად უნ­იკ­ალ­ური ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სტუ­დენ­ტთა გაც­ვლის თა­ობ­აზე ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ყო­ველ­წლი­ურ­ად, ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მე­ოთხე კურ­სის 5 სტუ­დენ­ტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა ბო­ლო აკ­ად­ემი­ური წე­ლი გაიაროს ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რის შემ­დე­გაც სტუ­დენ­ტე­ბი ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის — თსუ ISET-ისა და ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მებს მი­იღ­ებ­ენ. სექ­ტემ­ბერ­ში ISET-მა უკ­ვე გა­აგ­ზავ­ნა 3 სტუ­დენ­ტი ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა ISET-ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ზუ­რაბ აბ­რა­მიშ­ვილ­მა.

 

თარიღი: 24/09/2021