საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

4+1 პროგრამა და ქართული ენის შესწავლის ერთი წელი

„ქარ­თუ­ლი ჩემ­თვის მშობ­ლი­ური და თან სა­ხელ­მწი­ფო ენაა, ამ­იტ­ომ ავ­ირ­ჩიე ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა“, – გვითხრა თსუ–ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტმა მარ­გო ში­რი­ნი­ან­მა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტო­ბას­თან ერ­თად სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბებ­ში­ცაა ჩარ­თუ­ლი.

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტი მარ­გო ში­რი­ნი­ანი 4+1 პროგ­რა­მით ჩა­ირ­იცხა. ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­ლოვ­კის სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ჯა­რო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­დაწყვი­ტა ქარ­თულ ენ­ას სა­ფუძ­ვლი­ან­ად და­უფ­ლე­ბო­და, რომ თა­ვი­სი სოფ­ლის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახ­ლგაზ­რდე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი ეს­წავ­ლე­ბი­ნა: „მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ რე­გი­ონ­ებ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მა დგას, მა­ინც ვცდი­ლობ­დი სკო­ლა­ში კარ­გად მეს­წავ­ლა. ჩემ­თვის 4+1 პროგ­რა­მა და ქარ­თუ­ლი ენ­ის შეს­წავ­ლის ერ­თი წე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სა­ფუძ­ვლი­ანი ცოდ­ნა მი­ვი­ღე. შემ­დეგ დიდ­ხანს არ მი­ფიქ­რია, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ­დი სწავ­ლას, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. შე­მიძ­ლია ვთქვა – ჩე­მი ერ­თა­დერ­თი ოც­ნე­ბაა, გავ­ხდე კარ­გი ფი­ლო­ლო­გი და მო­მა­ვალ თა­ობ­ას ქარ­თუ­ლი კარ­გად ვას­წავ­ლო. ქარ­თუ­ლი ჩემ­თვის მშობ­ლი­ური და თან სა­ხელ­მწი­ფო ენაა, ამ­იტ­ომ ავ­ირ­ჩიე ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა“, – ამ­ბობს მარ­გო.

 

გარ­და სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა, მარ­გო აქ­ტი­ურ­ადაა ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ან­ობ­აშ­იც. ის სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია და ცდი­ლობს თა­ნა­ტო­ლებს აჩ­ვე­ნოს, რომ არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­აში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუც­ილ­ებ­ელი ფაქ­ტო­რია იმ­ის­თვის, რომ ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ად იგ­რძნონ თა­ვი და დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­შიც მი­იღ­ონ მო­ნა­წი­ლე­ობა: „სტუ­დენ­ტურ პარ­ლა­მენ­ტში ჩე­მი კურ­სე­ლის დახ­მა­რე­ბით და რჩე­ვით მოვ­ხვდი. ამ­ჟა­მად ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­ში ვარ სტა­ჟი­ორი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე აქ­ტი­ურ­ად ვარ ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ექ­ტში. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, თი­თოეულ შეხ­ვედ­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩავ­რთო. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და დი­დი სი­ხა­რუ­ლით ვეს­წრე­ბი თი­თოეულ ლექ­ცი­ას თუ სე­მი­ნარს. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი წა­მო­ვი­ღო იმ ლექ­ცი­იდ­ან, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტი გეგ­მე­ბი არ მაქ­ვს, ახ­ლა მარ­ტო იმ­აზე ვფიქ­რობ, რომ კარ­გად ვის­წავ­ლო, გავ­ხდე კარ­გი ფი­ლო­ლო­გი და რა­ტო­მაც არა, მო­მა­ვალ­ში ჩემს სო­ფელ­ში ვას­წავ­ლო ახ­ალ­გაზ­რდებს“.

 

მაია ტო­რა­ძე

თარიღი: 31/10/2021