საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

 

1991 წლის 9 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზ­ენა­ეს­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა 1918 წლის 26 მა­ის­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აცხა­და. 2021 წლის 23 ნო­ემ­ბერს, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის 30 წლის­თავს მი­ეძ­ღვნა.

 

კონ­ფე­რენ­ცია ოფ­იცი­ალ­ურ­ად გახ­სნა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლემ, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა თე­დო დუნ­დუ­ამ, რო­მე­ლიც კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ვე­ლი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სხდო­მის მო­დე­რა­ტო­რიც გახ­ლდათ.

 

მოხ­სე­ნე­ბა­ში — „და­სავ­ლუ­რი ჰე­რალ­დი­კა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­სავ­ლუ­რი ზა­რაფხა­ნე­ბი ქარ­თუ­ლი ფუ­ლის­თვის“ — თე­დო დუნ­დუ­ამ ისა­უბ­რა ქარ­თულ ჰე­რალ­დი­კა­ში არ­სე­ბულ და­სავ­ლურ გავ­ლე­ნებ­ზე. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის დრო­ინ­დე­ლი (1918-1921 წლე­ბი) სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შის პრო­ტო­ტი­პი გერ­მა­ნი­ის იმ­პე­რი­ის დრო­შა იყო, ხო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი დრო­შა ჯვა­როს­ნუ­ლი ეპ­ოქ­ის და­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­ინ­ტეგ­რა­ციო სიმ­ბო­ლო­თი იერ­უს­ალ­იმ­ის ჯვრით არ­ის ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი. ად­რეც და დღე­საც ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თავ­დნენ და­სავ­ლურ ზა­რაფხა­ნებს სა­კუ­თა­რი ფუ­ლის გა­მოშ­ვე­ბის­თვის.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე ვი­ტა­უტ­ას დი­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (კა­უნ­ასი, ლი­ეტ­უვა) პრო­ფე­სორ­მა ან­ჯეი პუქ­შტომ, წა­იკ­ითხა მოხ­სე­ნე­ბა – „ლი­ეტ­უვ­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტი და ლი­ეტ­უვ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ება (1990-1991 წლე­ბი)“. მოხ­სე­ნე­ბა­ში მან ისა­უბ­რა იმ ეტ­აპ­ებ­ზე, რო­მე­ლიც ლი­ეტ­უვ­ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ის აღ­დგე­ნის გზა­ზე გაიარა — „საიუდისზე“, ქვეყ­ნის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის რომ იბ­რძო­და, 1991 წლის იან­ვრის ვილ­ნი­უს­ის ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებ­სა და მოს­კო­ვის აგ­ვის­ტოს პუტ­ჩის (1991 წე­ლი) გავ­ლე­ნა­ზე ლი­ეტ­უვ­აში მომ­ხდარ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე.

 

ედ­გარს ენ­გი­ზერ­სმა, რო­მე­ლიც ბალ­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­ად­ემი­ას (რი­გა, ლატ­ვია) წარ­მო­ად­გენ­და, წა­იკ­ითხა მოხ­სე­ნე­ბა – „ლატ­ვი­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტი და მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ება (1990-1991 წლე­ბი)“. მოხ­სე­ნე­ბა­ში მან მი­მო­იხ­ილა ლატ­ვი­ის გზა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის­კენ, არ­აძ­ალ­ად­ობ­რი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კონ­ცეფ­ცია და მი­სი გავ­ლე­ნა ლატ­ვი­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მოძ­რა­ობ­აზე, ას­ევე, მოს­კო­ვის აგ­ვის­ტოს პუტ­ჩის კავ­ში­რი ლატ­ვი­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებ­ას­თან.

 

ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (ეს­ტო­ნე­თი) წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სერ­გეი ტამ­ბიმ წა­იკ­ითხა მო­ხე­ნე­ბა – „ეს­ტო­ნე­ლი ევ­როს­კეპ­ტი­კო­სე­ბი ეს­ტო­ნე­თის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პირ­ველ წლებ­ში (1991-1993 წლე­ბი)“. მოხ­სე­ნე­ბა­ში მან აღ­ნიშ­ნა, რომ და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე ეს­ტო­ნე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტრი, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ემ­ხრო­ბო­და, თუმ­ცა არ­სე­ბობ­დნენ და დღე­საც არ­სე­ბო­ბენ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბი და პარ­ტი­ები, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ როლს თა­მა­შო­ბენ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

 

ის­ტო­რი­ის დოქ­ტორ­მა ლე­რი თა­ვა­ძემ (სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, თსუ) თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში — „სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ რე­ალ­ობ­აში“ — აღ­ნიშ­ნა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი სო­ცი­ალ­ური კონ­ტრაქ­ტის სრულ­ყო­ფილ წევ­რად თავს ვერ აღ­იქ­ვამს.

 

ის­ტო­რი­ის დოქ­ტორ­მა ნა­თია ფი­ფი­ამ (სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, თსუ) მოხ­სე­ნე­ბა­ში — „პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­კა­ტუ­რა ჟურ­ნალ „ნი­ან­გის“ ფურ­ცლებ­ზე და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხი XX სა­უკ­უნ­ის 90-იან წლებ­ში“ — აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნალ „ნი­ან­გის“ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა 90-იანი წლე­ბის და­საწყის­ში არ გა­მო­ირ­ჩე­ოდა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი კრი­ტი­კით, ხო­ლო 90-იანი წლე­ბის მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში ჟურ­ნა­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ტი­რა მოქ­მედ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბევ­რად უფ­რო მწვა­ვე გახ­და.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ორე სხდო­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

 

თსუ-ის ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვარ­მა მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­მა, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა დო­დო ჭუმ­ბუ­რი­ძემ თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში ისა­უბ­რა გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის უკ­ან­ას­კნელ ათ­წლე­ულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბებ­სა და მოვ­ლე­ნა­თა ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­აზე ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში.

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა დი­მიტ­რი შვე­ლი­ძემ მი­მო­იხ­ილა ნოე ჟორ­და­ნი­ას მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის შე­სა­ხებ. კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, დამ­ფუძ­ნე­ბელ კრე­ბას (პარ­ლა­მენ­ტს) მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ჩა­რე­ულ­იყო აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ან­ობ­აში და, აგ­რეთ­ვე, რაც შე­იძ­ლე­ბა ძლი­ერი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ები – თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბი.

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რის, ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა შე­ეხ­ებ­ოდა სა­კითხს — თუ რა ურ­თი­ერ­თო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლოს და ლი­ეტ­უვ­ის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის სსრ კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის უკ­ან­ას­კნელ წელს. მოხ­სე­ნე­ბა­ში დად­გე­ნი­ლია, რომ ბალ­ტი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის იმ­დრო­ინ­დე­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნამ­ძღო­ლო­ბას უწ­ევ­დნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ლი­ეტ­უვ­ის სე­იმ­ის თავ­მჯდო­მა­რე ვი­ტა­უტ­ას ლან­დსბერ­გი­სი და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მე­თა­ურ­ობ­ით, მხარ­დამ­ხარ იბ­რძოდ­ნენ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­სათ­ვის.

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა, ის­ტო­რი­ის დოქ­ტორ­მა ბონ­დო კუ­პა­ტა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990-2020 წლებ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­და­რე­ბი­თი და­ხა­სი­ათ­ება.

 

თსუ-ის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­მა, ის­ტო­რი­ის დოქ­ტორ­მა ზვი­ად ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა მი­მო­იხ­ილა პა­ტერ­ნა­ლიზ­მის პოს­ტსაბ­ჭო­თა მო­დერ­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის ყო­ვე­ლი სხდო­მის ბო­ლოს იმ­არ­თე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის და მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი.

თარიღი: 06/12/2021