საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2022 წელს წარმატებული, მაღალხარისხიანი, განახლებული სასწავლო პროგრამებით შევხვდებით

თა­მარ დოლ­ბაია

თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი,

ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი

 

ყო­ვე­ლი ახ­ალი წე­ლი უკ­ეთ­ეს­ის მო­ლო­დინს გვი­ჩენს. მუ­დამ ასეა — რაც უნ­და რთუ­ლი პე­რი­ოდი გან­ვვლოთ მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე, მომ­დევ­ნო მა­ინც იმ­ედ­ით გვავ­სებს. რა თქმა უნ­და, მეც მაქ­ვს ჩე­მი სურ­ვი­ლე­ბი, რო­მელ­თა ას­რუ­ლე­ბას, მო­ლო­დი­ნის გა­მარ­თლე­ბას ვი­სურ­ვებ­დი ამ ახ­ალ წე­ლი­წადს. ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ­ავ­ის­თვის იქ­ნე­ბა, თუ ვიტყვი, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა მინ­და. ამ მხრი­ვაც იმ­ედი­ან­ად ვარ, მგო­ნია, რომ მა­ლე კვლავ სი­ცოცხლი­თა და ხა­ლი­სით აივ­სე­ბა ჩვე­ნი აუდ­იტ­ორი­ები და დე­რეფ­ნე­ბი. ამ „გლო­ბა­ლუ­რის“ გვერ­დით, სხვა, „ლო­კა­ლუ­რი“ იმ­ედ­ებ­იც მახ­სე­ნებს თავს. მიმ­დი­ნა­რე წლის მი­წუ­რულს სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის უმ­ეტ­ეს­ობა რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის რთულ პრო­ცესს გა­დის და იმ­ედი მაქ­ვს, ახ­ალ, 2022 წელს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მა­ღალ­ხა­რის­ხი­ანი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბით შევ­ხვდე­ბით. ამ­ას­თან ერ­თად, ჩე­მი იმ­ედ­ებ­ისა თუ სურ­ვი­ლე­ბის რიგ­შია სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა, მი­სი ძლი­ერი, ფეს­ვმა­გა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­ის წინ­სვლა და გან­ვი­თა­რე­ბა. დიდ მო­იმ­ედ­ედ ვრჩე­ბი, ას­ევე, ჩე­მი ოჯ­ახ­ის, ძვირ­ფა­სი და ერ­თგუ­ლი ად­ამი­ან­ებ­ის, რო­მელ­თა ზრუნ­ვა და სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ლი­ერ­ად მავ­სებს და რუ­ტი­ნულ სიძ­ნე­ლე­ებს მიმ­სუ­ბუ­ქებს.

 

რა­ოდ­ენ მო­ულ­ოდ­ნე­ლიც არ უნ­და იყ­ოს, ვიტყვი, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს, მი­უხ­ედ­ავ­ად მძი­მე პან­დე­მი­ური ვი­თა­რე­ბი­სა, მა­ინც პო­ზი­ტი­ურ­ად ვა­ფა­სებ. მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო, სა­მეც­ნი­ერო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ან­ობა კვლავ აქ­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ახ­ალ რე­ალ­ობ­ას­თან წარ­მა­ტე­ბით ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ფა­კულ­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა სი­ურ­პრი­ზებ­საც გვთა­ვა­ზობ­და ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით: სტუ­დენ­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, მი­ნი-ფილ­მე­ბი და სამ­კვლევ­რო ნაშ­რო­მე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ები, სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ები, უცხო­ელ კო­ლე­გა­თა სტუმ­რო­ბა და ნა­ყო­ფი­ერი ტრე­ნინ­გე­ბი, სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბი... აი, ის არ­ას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ისა, რო­მელ­თა და­ზუს­ტე­ბის­გან ამ­ჯე­რად თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან სათ­ქმე­ლი ძალ­ზე გა­მიგ­რძელ­დე­ბა. მი­უხ­ედ­ავ­ად ბევ­რი და­ნა­კარ­გი­სა, ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლის­თვის შექ­მნი­ლი საფ­რთხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­მო წუ­ხი­ლი­სა, მი­მა­ვალ­მა წელ­მა კი­დევ ერ­თი ბი­ჯით მიგ­ვა­ახ­ლო­ვა მთა­ვარ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ერ­ება სიყ­ვა­რულ­სა და მო­კე­თე­ობ­აშია. მხო­ლოდ ამ ად­ამი­ან­ური გრძნო­ბე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა და უშ­ურ­ვე­ლად გა­ცე­მა თუ გა­დაგ­ვარ­ჩენს ამ გა­უცხო­ებ­ულ, გა­თი­თო­კა­ცე­ბულ სამ­ყა­რო­ში.

 

გუ­ლი­თა­დად მი­ვუ­ლო­ცავ ახ­ალ, 2022 წელს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას! ჩვე­ნი ალ­მა მა­ტე­რის ძა­ლა, საყ­რდე­ნი და მო­მავ­ლის გა­რან­ტი ნი­ჭი­ერი, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ცოდ­ნით შეიარაღებული თა­ობ­ებ­ის მო­ნაც­ვლე­ობაა. სწო­რედ ამ მი­სი­აში ვხე­დავ მის სი­ცოცხლი­უნ­არი­ან­ობ­ას, ამ იდე­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლა­ნი, ვინც დღეს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვზრუ­ნავთ. ჩემს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და მის მო­ამ­აგე სა­ზო­გა­დო­ებ­ას მინ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, უს­აფ­რთხო წე­ლი და ყვე­ლა ჩა­ნა­ფიქ­რის ხორ­ცშეს­ხმა ვუ­სურ­ვო. რაც მთა­ვა­რია, მშვი­დო­ბა გვქო­ნო­დეს შინ და გა­რეთ, მთელ სამ­ყა­რო­ში, რა­თა მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ალ­ება, ვიშ­რო­მოთ, ვიღ­ვა­წოთ და ვა­კე­თოთ ის საქ­მე, რაც ჩვე­ნი მშობ­ლი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წინ­მსვლე­ლო­ბას წა­ად­გე­ბა. ამ­ით კი სა­ზო­გა­დო საქ­მე­საც ეშ­ვე­ლე­ბა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­ეწყო­ბა ხე­ლი.

 

მშვი­დო­ბი­ანი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ხვა­ვი­ანი წე­ლი მი­სურ­ვე­ბია ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის!

თარიღი: 31/12/2021