საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2020 წლის კურსდამთავრებულთა დასამახსოვრებელი გამოშვება ონლაინ ფორმატში

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეზ­ოდ­ან 3500 სა­ხე­ლო­ბი­თი ბუშ­ტის გაშ­ვე­ბით დას­რულ­და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ისა და მა­გის­ტრა­ტუ­რის 2020 წლის კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა გა­მოშ­ვე­ბის სა­ზე­იმო ღო­ნის­ძი­ება. სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოში შექ­მნი­ლი ეპ­იდ­სი­ტუ­აცი­ის გა­მო ღო­ნის­ძი­ებ­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი გან­სხვა­ვე­ბულ — ონ­ლა­ინ­ ფორ­მატ­ში გა­იმ­არ­თა.

 

ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ებ­ის მსვლე­ლო­ბი­სას თსუ-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა ვირ­ტუ­ალ­ური მან­ტია მო­ირ­გეს. კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბა თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ, აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ფა­კულ­ტე­ტე­ბის დე­კა­ნებ­მა, სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა, თსუ-ის წარ­მა­ტე­ბულ­მა კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა მი­ულ­ოც­ეს. ღო­ნის­ძი­ებ­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე თსუ-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ვებ-გვერ­დი­დან gifme.ge სა­მახ­სოვ­რო ვირ­ტუ­ალ­ური დიპ­ლო­მე­ბის გად­მო­წე­რი­სა და სა­კუ­თარ სო­ცი­ალ­ურ პლატ­ფორ­მა­ზე გა­ზი­არ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ. „ეს არ­ის მა­გა­ლი­თი იმ­ისა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერი მიზ­ნის მიღ­წე­ვა, თუ არ­ის სო­ლი­და­რო­ბა, გუნ­დუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა”, — გა­ნაცხა­და ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ებ­აზე თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ და მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა ყვე­ლა სტუ­დენ­ტსა და პრო­ფე­სორს პან­დე­მი­ის გა­მო შექ­მნილ ახ­ალ რე­ალ­ობ­აში სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის­თვის.

 

„მად­ლო­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს იმ­ის­ათ­ვის, რომ, პან­დე­მი­ის­გან გა­მოწ­ვე­ული შეზღუდ­ვე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, შეძ­ლო ეს დღე­ები ჩვენ­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გა­ეხ­ადა. მი­ხა­რია ის­იც, რომ ამ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად აკ­ეთ­ებს თსუ. ყვე­ლა კურ­სდამ­თავ­რე­ბულს წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ”, — გა­ნაცხა­და თსუ-ის 2020 წლის მა­გის­ტრა­ტუ­რის კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­მა მა­რი­ამ ტა­ტიშ­ვილ­მა.

 

სა­ზე­იმო ონ­ლა­ინ­ღო­ნის­ძი­ება სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლის­გან შედ­გე­ბო­და: 22 ივ­ლი­სი­დან თსუ პირ­ველ და მე­ათე (მაღ­ლივ) კორ­პუ­სებ­ში რე­ალ­ური ფო­ტო­ზო­ნე­ბი მო­ეწყო, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ებს იღ­ებ­დნენ. 31 ივ­ლისს მო­სი­არ­ულე ქა­რა­ვან­მა თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი მოიარა და სა­ზო­გა­დო­ებ­ას „თსუ გა­მოშ­ვე­ბა 2020”-ის შე­სა­ხებ ამ­ცნო. თსუ-ის ეზ­ოდ­ან ქა­რა­ვა­ნი სა­ზე­იმ­ოდ გა­აც­ილ­ეს დრა­მე­რებ­მა მუ­სი­კის თან­ხლე­ბით და სტუ­დენ­ტებ­მა სკუ­ტე­რე­ბით. თსუ-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით მი­ულ­ოცა მსოფ­ლი­ოში ცნო­ბილ­მა მე­ცო-სოპ­რა­ნომ ნი­ნო სურ­გუ­ლა­ძემ. მათ სპე­ცი­ალ­ური ვი­დე­ომ­იმ­არ­თვით მი­ულ­ოცა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა ქე­თი მე­ლუ­ამაც.

თარიღი: 19/09/2020