საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2 მაისიდან სწავლების ფორმატი სრულად სააუდიტორიო იქნება

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ინ­ტერ­ვიუ თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ლა­შა სა­ღი­ნა­ძეს­თან

 

— ბა­ტო­ნო ლა­შა, რო­გორ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი 2 მა­ის­იდ­ან, სააუდიტორიო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას, კო­ვიდ-რე­გუ­ლა­ცი­ები?

 

— რო­გორც უკ­ვე გან­ვაცხა­დეთ, 2 მა­ის­იდ­ან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სრუ­ლად აუდ­იტ­ორი­ებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც თით­ქმის სრუ­ლად არ­ად­ის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს საქ­მი­ან­ობ­ას. ის რე­გუ­ლა­ცი­ები, რაც ამ პე­რი­ოდ­ის­თვის იმ­ოქ­მე­დებს, სრუ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მხრი­დან.

 

— შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თუ არა დის­ტან­ცი­ის დაც­ვა აუდ­იტ­ორი­აში მიმ­დი­ნა­რე სა­ლექ­ციო პრო­ცე­სის დროს?

 

— ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი, რაც გვიშ­ლი­და სააუდიტორიო სწავ­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ში ხელს, იყო და არ­ის სტუ­დენ­ტებს შო­რის 1 მეტ­რი­ანი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, რაც, არ­სე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აპ­რი­ლის თვე­ში აღ­არ იარ­სე­ბებს.

 

— სტუ­დენ­ტე­ბის უმ­ეტ­ეს­ობა იმ­ყო­ფე­ბა რე­გი­ონ­ებ­ში, რო­გორ შე­უწყობს ად­მი­ნის­ტრა­ცია ხელს ას­ეთ სტუ­დენ­ტებს?

 

— სწო­რედ ეს იყო ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი, რა­მაც გა­დაგ­ვაწყვე­ტი­ნა სააუდიტორიო სწავ­ლე­ბის აღ­დგე­ნა 2 მა­ის­იდ­ან, სტუ­დენ­ტებს სჭირ­დე­ბათ დრო გარ­კვე­ული ლო­ჯის­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ამ­ას­თან, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში გან­თავ­სე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის და­მა­ტე­ბით გა­მოცხად­დე­ბა რე­გის­ტრა­ცია.

 

— ზო­გი­ერ­თი სტუ­დენ­ტი წერ­და, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­და დას­რულ­და და მო­მა­ვალ­ში, ანუ 2 მა­ის­იდ­ან მათ პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ ამ­ის გა­მო, რად­გან რე­გი­ონ­ებ­ში მცხოვ­რებ­მა სტუ­დენ­ტებ­მა არ იცი­ან — სად უნ­და იცხოვ­რონ? სად არ­ის გა­მო­სა­ვა­ლი? რა პა­სუ­ხი აქ­ვს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს?

 

— რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში მოხ­ვედ­რის მსურ­ველ­თათ­ვის რე­გის­ტრა­ცია და­მა­ტე­ბით გა­მოცხად­დე­ბა.

 

— მი­ეც­ემ­ათ თუ არა სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ალ­ება, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, დარ­ჩნენ დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო ფორ­მატ­ზე?

 

— 2 მა­ის­იდ­ან სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტი იქ­ნე­ბა სრუ­ლად სააუდიტორიო.

 

— მზად არ­ის თუ არა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ორე კორ­პუ­სი სტუ­დენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად, შე­ტა­ნი­ლია თუ არა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ავ­ეჯი და ა.შ.?

 

— რო­გორც იც­ით უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იწყე­ბა 7 მარ­ტს, გარ­კვე­ულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში და სა­ამ­ის­ოდ მე­ორე კორ­პუ­სიც მზად იქ­ნე­ბა. რაც შე­ეხ­ება ავ­ეჯს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ავ­ეჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა არც არ­ას­ოდ­ეს დამ­დგა­რა, შე­საძ­ლოა კითხვა ეხ­ებ­ოდ­ეს სა­ოფ­ისე ავ­ეჯს (რო­მე­ლიც არ­ანა­ირ შე­ხე­ბა­ში არაა სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან). ამ­აზე მო­გახ­სე­ნებთ, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის­თვის შე­იძ­ინა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ოფ­ისე ინ­ვენ­ტა­რი, რომ­ლის მო­წო­დე­ბაც (მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის მი­ზე­ზით) დაგ­ვი­ან­და 2 თვით, თუმ­ცა ყვე­ლა ინ­ვენ­ტა­რი ამ დრო­ის­თვის უკ­ვე მო­წო­დე­ბუ­ლია.

 

— რა სი­ახ­ლე­ებ­ით ვხვდე­ბით ახ­ალ სე­მეს­ტრს?

 

— თით­ქმის ყვე­ლა სას­წავ­ლო კორ­პუს­ში მო­ეწყო სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე­ები, რე­აბ­ილ­იტ­აცია ჩა­უტ­არ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რიგ სას­წავ­ლო კორ­პუ­სებს, გა­რე­მონ­ტდა ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ფოიე და დარ­ბა­ზე­ბი, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის რამ­დე­ნი­მე ოთ­ახი, ას­ევე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა. და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა მე­ორე სას­წავ­ლო კორ­პუ­სის სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო სა­მუ­შაოები. თე­ბერ­ვლი­დან და­იწყო მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­აბ­ილ­იტ­აცია, რო­მე­ლიც 2023 წელს დას­რულ­დე­ბა. 2022 წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ახ­ალი სას­წავ­ლო მარ­თვის ელ­ექ­ტო­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის შეს­ყიდ­ვა და და­იწყე­ბა არ­სე­ბუ­ლის (LMS) ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­ცე­სი. მიმ­დი­ნა­რე წელს იგ­ეგ­მე­ბა მრა­ვა­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ოს გან­ხორ­ცი­ელ­ება, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც და­მა­ტე­ბით გაც­ნო­ბებთ.

თარიღი: 04/03/2022