საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

 თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს და­არ­სე­ბი­დან 100 წე­ლი უს­რულ­დე­ბა.

 

თსუ-ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის სწავ­ლე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი 1918 წელს, სიბ­რძნის­მეტყვე­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ეყ­არა. აღ­ნიშ­ნულ ფა­კულ­ტეტ­თან, 1918 წელს ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და ფ. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით და­არ­სდა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ყო­ფი­ლე­ბა (სა­ეკ­ონ­ომიო დარ­გი). ამ დრო­იდ­ან და­იწყო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბა: „პო­ლი­ტი­კუ­რი ეკ­ონ­ომია“, „სტა­ტის­ტი­კა“, „სა­ფი­ნან­სო მეც­ნი­ერ­ება“, „სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური ის­ტო­რია“, „სა­ეკ­ონ­ომიო მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რია“, „ბუხ­ჰალ­ტე­რია“. ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გს სა­თა­ვე­ში ედ­გა ლა­იფ­ცი­გის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი ფი­ლი­პე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღი­არ­ებ­ულია სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ფუ­ძემ­დებ­ლად.

 

1922 წელს და­მო­უკ­იდ­ებ­ლად შე­იქ­მნა სო­ცი­ალ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფა­კულ­ტე­ტი (დე­კა­ნე­ბი: პროფ. შ. ნუ­ცუ­ბი­ძე, პროფ. დ. უზ­ნა­ძე), რო­მე­ლიც მო­იც­ავ­და ორ გან­ყო­ფი­ლე­ბას — ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­სა და იურ­იდი­ულს. აღ­ნიშ­ნულ ფა­კულ­ტეტ­ზე „პო­ლი­ტი­კუ­რი ეკ­ონ­ომი­ის“, „სა­ფი­ნან­სო მეც­ნი­ერ­ებ­ისა“ და „სტა­ტის­ტი­კის“ კა­თედ­რას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრო­ფე­სო­რი ფ. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ხო­ლო 1931 წელს სო­ცი­ალ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტე­ტი, რო­მე­ლიც გახ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრო­ფი­ლის სას­წავ­ლო–აღ­მზრდე­ლო­ბი­თი და სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი მუ­შა­ობ­ის ერ­თა­დერ­თი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

ამ დი­დი­ებ­ული თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად თსუ-ში და­გეგ­მი­ლია მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ებ­ები, რომ­ლის ჩა­მო­ნათ­ვალ­საც აქ­ვე გთა­ვა­ზობთ:

 

  1. 2022 წლის 8 თე­ბერ­ვალს, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­იმ­არ­თა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის 100 წლის იუბ­ილ­ეს­ად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია: „კო­ვიდ 19 პან­დე­მია და ეკ­ონ­ომ­იკა“.
  2. 2022 წლის 25 მა­ისს და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის დღი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის.
  3. 2022 წლის 30 ივ­ნისს — ფა­კულ­ტე­ტის და­არ­სე­ბის დღი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია მა­გის­ტრა­ტუ­რის და დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის.
  4. 2022 წლის სექ­ტემ­ბერს — ფა­კულ­ტე­ტის მთა­ვა­რი საიუბილეო ღო­ნის­ძი­ება.
  5. 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­იმ­არ­თე­ბა ყო­ველ­წლი­ური VII სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია — „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“.

 

თარიღი: 16/02/2022