საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„პროფესორის საყვარელი ფორმულა“

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

 

იაპ­ონ­ელი მწერ­ლის იოკო ოგ­ავ­ას „პრო­ფე­სო­რის საყ­ვა­რე­ლი ფორ­მუ­ლა“ ქარ­თულ ენ­აზე გა­მო­იცა. თა­ნა­მედ­რო­ვე იაპ­ონ­ური ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მორ­ჩე­ული წარ­მო­მად­გენ­ლის წიგ­ნი თსუ-ის მოწ­ვე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­თია მე­მარ­ნიშ­ვილ­მა თარ­გმნა. „პრო­ფე­სო­რის საყ­ვა­რე­ლი ფორ­მუ­ლა“ თა­თია მე­მარ­ნიშ­ვი­ლის მე­ორე მთარ­გმნე­ლო­ბი­თი ნა­მუ­შე­ვა­რია.

 

„ჩემ­თვის, რო­გორც მთარ­გმნე­ლის­თვის, „ნიღ­ბის აღ­სა­რე­ბა“ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო. თარ­გმნის პრო­ცე­სი რთუ­ლი, გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე და, ამ­ავე დროს, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­დავ­წყვი­ტე არ გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. რო­გორც კი მომ­დევ­ნო ავ­ტო­რი შე­მომ­თა­ვა­ზეს, სი­ამ­ოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. „პრო­ფე­სო­რის საყ­ვა­რე­ლი ფორ­მუ­ლა“ მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ენ­ის გა­მო და გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით ბევ­რად ად­ვი­ლი გა­მოდ­გა. მით უმ­ეტ­ეს, რომ წიგ­ნი სავ­სეა თბი­ლი გრძნო­ბე­ბით. ქარ­თვე­ლი მკითხვე­ლის­თვის იაპ­ონ­ური სამ­ყა­რო, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ახ­ალია — XX სა­უკ­უნ­ის მი­ში­მაც უცხოა და XXI სა­უკ­უნ­ის ოგ­ავ­აც. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუთხი­დან და­ნა­ხუ­ლი ნაც­ნო­ბი თე­მე­ბი კი ყო­ველ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლია“, — ამ­ბობს მთარ­გმნე­ლი.

 

თა­თია მე­მარ­ნიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში იაპ­ონ­ურ ენ­ას 2009 წლი­დან ას­წავ­ლის. მთარ­გმნელ­მა ფარ­თო აუდ­იტ­ორი­ის­თვის იაპ­ონ­ური ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ ონ­ლა­ინ ლექ­ცია 20 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თა.

თარიღი: 31/10/2021