საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი სტარტაპერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

თსუ ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრი სტუ­დენ­ტებ­სა და სტარ­ტა­პებს სთა­ვა­ზობს სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მას, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ რო­გორც ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ას­ევე სტუ­დენ­ტე­ბიც.

 

iTeams პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­მი სტარ­ტა­პი სამ სტუ­დენ­ტურ გუნ­დს წა­რუდ­გენს სამ რე­ალ­ურ ბიზ­ნეს–გა­მოწ­ვე­ვას. პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ეც­ემ­ათ, გა­ეც­ნონ რე­ალ­ურ სტარ­ტაპ–პრობ­ლე­მებს, მო­იფ­იქ­რონ სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი და წა­რუდ­გი­ნონ ის­ინი შერ­ჩე­ულ კომ­პა­ნი­ებს. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბი­დან ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­ინი ერ­თად იმ­უშ­ავ­ებ­ენ და ერ­თმა­ნეთს და­ეხ­მა­რე­ბი­ან ახ­ალი იდე­ებ­ის და­ნერ­გვა­ში.

 

პროგ­რა­მა და­იწყო 22 მარ­ტს და დას­რულ­დე­ბა 3 მა­ისს, ხო­ლო 8 მა­ისს ჩა­ტარ­დე­ბა დე­მო დღე, სა­დაც სტუ­დენ­ტუ­რი გუნ­დე­ბი თა­ვი­ანთ იდე­ებს წა­რუდ­გე­ნენ შე­სა­ბა­მის სტარ­ტაპ–კომ­პა­ნი­ებს.

 

თუ რას მო­იც­ავს 6–კვი­რი­ანი პროგ­რა­მა და რას სთა­ვა­ზობს ის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი ირ­ინა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი.

 

– ქალ­ბა­ტო­ნო ირ­ინა, ბო­ლო დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საგ­რძნობ­ლად გა­იზ­არ­და სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნე­სი­დე­ებ­ით შეპყრო­ბი­ლი ახ­ალ­გაზ­რდა ად­ამი­ან­ებ­ის რიცხვი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, რა­იმე ახ­ალი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შექ­მნან და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და­უღ­ალ­ავ­ად იშ­რო­მონ. რა თქმა უნ­და, ეს ძა­ლი­ან კარ­გი ტენ­დენ­ციაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ხდე­ბა სტარ­ტა­პე­რო­ბა უფ­რო და უფ­რო მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის?

 

– დი­ახ, ქარ­თუ­ლი სტარ­ტაპ ეკ­ოს­ის­ტე­მა დღი­თიდღე იზ­რდე­ბა და უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, უდ­იდ­ეს როლს თა­მა­შობს ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

 

ახ­ალ­გაზ­რდე­ბი, ჩვე­ნი მსგავ­სი (თსუ-ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრი) ერ­თე­ულ­ებ­ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის, ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ისა და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, უფ­რო და უფ­რო აც­ნო­ბი­ერ­ებ­ენ რომ თა­ვი­სუფ­ლად არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­იწყო სა­კუ­თა­რი საქ­მი­ან­ობა გა­ნურ­ჩევ­ლად იმ­ისა, თუ რა პრო­ფე­სი­ას ფლობ, რა ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ და ა.შ.

 

ეს ტენ­დენ­ცია მსოფ­ლი­ოში მრა­ვა­ლი წლის წინ და­იწყო და ახ­ლა უკ­ვე ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წია, რაც ქარ­თველ ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს, იმ­უშა­ონ მა­ღა­ლი­ნო­ვა­ცი­ურ იდე­ებ­ზე, მო­იძი­ონ ინ­ვეს­ტი­ცია, გა­ვიდ­ნენ გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე და ა.შ.

 

– რა არ­ის iTeams და რას გვთა­ვა­ზობს ეს პროგ­რა­მა?

 

– iTeams არ­ის ექ­ვსკვი­რი­ანი პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სა­მი ბიზ­ნე­სი სამ რე­ალ­ურ გა­მოწ­ვე­ვას წა­რუდ­გენს სამ სტუ­დენ­ტურ გუნ­დს. მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, პი­რის­პირ და­უდ­გნენ რე­ალ­ურ სტარ­ტაპ პრობ­ლე­მებს და მი­იღ­ონ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ული გა­მოც­დი­ლე­ბა. პროგ­რა­მის სა­შუ­ალ­ებ­ით, მო­ნა­წი­ლე­ები გა­ნი­ვი­თა­რე­ბენ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გუნ­დში მუ­შა­ობ­ისა და პრობ­ლე­მე­ბის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის უნ­არ­ებს, შეს­თა­ვა­ზე­ბენ სტარ­ტა­პებს მა­თი გა­დაჭ­რის გზებს და რე­ალ­ურ­ად გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ ამ პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის თა­ვი­ანთ სტრა­ტე­გი­ას.

 

iTeams პროგ­რა­მა შე­იქ­მნა ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს პრო­ექ­ტის „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი" მხარ­და­ჭე­რით და წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ბრი­ტა­ნე­ლი პარ­ტნი­ორ­ის — ეს­ექ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ პრო­ექ­ტს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გად­მო­ვი­ტა­ნეთ.

 

– ქალ­ბა­ტო­ნო ირ­ინა, დღეს სტარ­ტა­პე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ვერ ახ­არ­ხებს ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ის­ინი ვერ ახ­ერ­ხე­ბენ ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბას და შეც­დო­მებ­საც უშ­ვე­ბენ. სტარ­ტაპ პრომ­ლე­მე­ბის გა­და­საწყვე­ტად რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და მა­თი აქ­ტი­ურ­ობა ბიზ­ნეს გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­სამ­კლა­ვებ­ლად?

 

– ხში­რად, სტარ­ტა­პის შექ­მნის პრო­ცეს­ში, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გუნ­დის გა­მო­უც­დე­ლო­ბის ბრა­ლია. სტარ­ტა­პე­ბის 90% გა­მო­უც­დე­ლო­ბის გა­მო მარ­ცხდე­ბა, უჩ­ნდე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა, რომ იდე­ის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მო­იზ­იდ­ავ­ენ მი­ლი­ონ­ობ­ით ინ­ვეს­ტი­ცი­ას. ას­ევე, ხში­რად, ზედ­მე­ტა­დაც კი უყ­ვარ­დე­ბათ პრო­დუქ­ტი და უჭ­ირთ მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, მომ­ხმა­რებ­ლის მოთხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და სხვა. სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას აძ­ლევს iTeams მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ მა­ნამ, სა­ნამ ის­ინი სა­კუ­თა­რი იდე­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას და­იწყე­ბენ, რე­ალ­ურ­ად ნა­ხონ, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სტარ­ტა­პის შექ­მნის პრო­ცე­სი, რა ეტ­აპ­ებს გა­დი­ან დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თან კონ­ტაქ­ტი, რე­ალ­ურ პრობ­ლე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბა და მა­თი აღ­მოფხვრის გზე­ბის ერ­თად ძი­ება...

 

– მო­დით, გან­ვი­ხი­ლოთ რა სი­კე­თის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სტარ­ტაპ–კომ­პა­ნი­ებ­ის­ათ­ვის სტუ­დენ­ტუ­რი იდე­ებ­ის, სტრა­ტე­გი­ებ­ის გაც­ნო­ბა და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ებ­აში.

 

– iTeams პროგ­რა­მა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­ბი გვყავს მოწ­ვე­ული, მათ უკ­ვე მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ინ­ვეს­ტი­ცია აქ­ვთ მო­ზი­დუ­ლი და ბა­ზარ­ზეც წარ­მა­ტე­ბუ­ლად ოპ­ერ­ირ­ებ­ენ.

 

თი­თოეული სტარ­ტა­პის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლია სი­ახ­ლე­ებ­ის და­ნერ­გვა და მუდ­მი­ვად ინ­ოვ­აცი­ური იდე­ებ­ის შე­ტა­ნა გუნ­დში, რა­თა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ. სტარ­ტა­პებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს სწო­რედ რომ ეს ინ­ტე­რე­სი და­ვი­ნა­ხეთ: კი­დევ ერ­თხელ ჩა­ეძი­ონ ში­და პრო­ცე­სებს, აწ­ონ-და­წო­ნონ თუ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აც­ნონ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებს. ამ­ას­თან ერ­თად, iTeams პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტარ­ტა­პე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ას­ევე ქარ­თუ­ლი სა­მე­წარ­მეო ეკ­ოს­ის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა და თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­ზი­არ­ება.

 

– რას მის­ცემს სტუ­დენ­ტებს ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა?

 

– პირ­ველ რიგ­ში — უნ­იკ­ალ­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას. მსგავ­სი პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს არ გუ­ლის­მოხ­ბს უბ­რა­ლოდ სტა­ჟი­რე­ბას, ან რა­იმე მსგავ­სს. ამ პრო­ცეს­ში სტუ­დენ­ტე­ბი რე­ალ­ურ პრობ­ლე­მებს ეჭ­იდ­ები­ან და რე­ალ­ურ­ად ფიქ­რო­ბენ მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე. ამ­ას­თან, გუნ­დე­ბის ფორ­მი­რე­ბა მოხ­დე­ბა სრუ­ლად უცხო მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, რაც აძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ნა­ვი­თა­რონ გუნ­დუ­რი მუ­შა­ობ­ის უნ­არი, შე­იძ­ინ­ონ ახ­ალი კონ­ტქა­ტე­ბი.

 

– არ­ის თუ არა უკ­ვე ცნო­ბი­ლი იმ სტარ­ტა­პე­რე­ბის ვი­ნა­ობა, ვის­თა­ნაც პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტუ­რი გუნ­დე­ბი ით­ან­ამ­შრომ­ლე­ბენ?

 

– დი­ახ, ეს­ენი არი­ან Optio.Ai, STYX, Echolize..

 

– ვინ უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებს სტუ­დენ­ტურ გუნ­დებს და რა კრი­ტე­რი­უმ­ით შე­ირ­ჩე­ვი­ან მო­ნა­წი­ლე­ები?

 

– სტუ­დენ­ტურ გუნ­დებს თსუ ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრის გუნ­დი გა­უწ­ევს მხარ­და­ჭე­რას. ჩვენ მათ­თვის ჩა­ვა­ტა­რებთ სა­ჭი­რო ტრე­ნინ­გებს და მათ­თან ერ­თად გა­ვივ­ლით თი­თოეულ ეტ­აპს ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მო­ნა­წი­ლე­ებს აირ­ჩევს ას­ევე ჩვე­ნი ცენ­ტრის გუნ­დი, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური გა­ნაცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ყვე­ლა­ზე დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ენ­იჭ­ება იმ­ას, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მსურ­ვე­ლი, და­უთ­მოს პროგ­რა­მას საკ­მა­რი­სი დრო, და­აკ­ვირ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ამ ეკ­ოს­ის­ტე­მას­თან და რაც მთა­ვა­რია იმ­ას, თუ რა­ტომ სურს მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ში და რა შე­დეგს ელ­ოდ­ება ექ­ვსი კვი­რის შემ­დეგ.

 

ტრე­ნინ­გე­ბის გარ­და, სტუ­დენ­ტებს მენ­ტო­რო­ბას გა­უწ­ევ­ენ ამ ეკ­ოს­ის­ტე­მა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ვი­საც შე­ხე­ბა აქ­ვს პროგ­რა­მა­ში მოწ­ვე­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ სტარ­ტა­პებ­თან ან მსგავ­სებ­თან.

 

– რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ერი იქ­ნე­ბა ორ­ივე მხა­რის­თვის აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა?

 

– iTeams სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. ჩვენ ყო­ველ­თვის ვუ­მე­ორ­ებთ ბე­ნე­ფი­ცი­არ­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს ერთ უმ­თავ­რეს საყ­რდენს: „სა­ნამ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას შექ­მნი, ჯერ და­ტეს­ტე“. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ამ გზას მი­ვუყ­ვე­ბით. ბრი­ტა­ნელ პარ­ტნი­ორ­ებ­თან ერ­თად, ეს პროგ­რა­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვარ­გეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­ჭი­რო­ებ­ებ­სა და რე­ალ­ობ­ას. ახ­ლა კი, პროგ­რა­მის დაწყე­ბას ვე­ლით, რა­თა მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ში გა­ვი­გოთ თუ რა ხარ­ვე­ზე­ბი გვაქ­ვს ან რა არ­ის შე­საც­ვლე­ლი. ჩვე­ნი თი­თოეული პროგ­რა­მა ასე შე­იქ­მნა — სა­ტეს­ტო პროგ­რა­მის მსვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვად ვი­ღებ­დით უკ­უკ­ავ­შირს მო­ნა­წი­ლე­ებ­ის­გან. სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ყო­ველ­თვის ამ პრო­ცე­სის ერ­თგვა­რი შემ­ქმნე­ლია. მო­ლო­დი­ნი გვაქ­ვს, რომ ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა: დე­მო ვერ­სია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ივ­ლის, რად­გან, რო­დე­საც რა­იმე პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა, იგი ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბულ ემ­ოცი­ებს ტო­ვებს რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ებ­ის­თვის, ისე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვი­საც.

 

მოამზადა თა­მარ და­დი­ანმა

 

თარიღი: 26/03/2021