საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 თე­ბერ­ვალს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორ­მდა. მას ხე­ლი მო­აწ­ერ­ეს თსუ–ს სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ დოლ­ბაიამ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

 

„მე­მო­რან­დუ­მის სა­გა­ნია მხა­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ნა­კარ­ნა­ხე­ვია კვა­ლი­ფი­ცი­ური ტე­ლე-რა­დიო სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ით და გა­მო­ხა­ტუ­ლია რო­გორც პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბით, ისე პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტთა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რდის სურ­ვი­ლით“,-წე­რია მე­მო­რან­დუმ­ში.

 

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი სტა­ჟი­რე­ბას გა­ივ­ლი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ებ­ში.

 

„სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი ემ­სა­ხუ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ფე­სი­ული უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას. დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეთ­იკ­ური ნორ­მე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ული სტან­დარ­ტე­ბით შეიარაღებული ახ­ალი კად­რე­ბის აღ­ზრდა. ვფიქ­რობ, რომ ეს მე­მო­რან­დუ­მი გარ­კვე­ულ­წი­ლად შეც­ვლის კლი­მატს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ას­ივ­რცე­ში“,- აღ­ნიშ­ნა სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ დოლ­ბაიამ.

 

სტუ­დენ­ტე­ბის სტა­ჟი­რე­ბას­თან ერ­თად, მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, მხა­რე­ები მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მი­იღ­ებ­ენ ერ­თობ­ლივ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, მას­ტერ­კლა­სებ­ში, სე­მი­ნა­რებ­სა და სას­წავ­ლო-პრაქ­ტი­კულ პრო­ექ­ტებ­ში. მათ შო­რის, სტუ­დენ­ტებს მი­ეც­ემ­ათ უნ­იკ­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ის­არ­გებ­ლონ ევ­რო­პის მა­უწყე­ბელ­თა კავ­ში­რის სას­წავ­ლო ცენ­ტრით და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ონ იმ სე­მი­ნა­რებ­ში, რომ­ლებ­შიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თულ­ნი.

 

„მო­ვა­წე­რეთ ხე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­მო­რან­დუმს, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ჩვენც ვეც­დე­ბით და­ვეხ­მა­როთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს იმ­აში, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შაო მათ­თვის იყ­ოს უფ­რო ხელ­შე­სა­ხე­ბი. ჟურ­ნა­ლის­ტებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სტა­ჟი­რე­ბა ჩვენ­თან გაიარონ. ამ­ას­თან, და­გეგ­მი­ლი გვაქ­ვს საკ­მა­ოდ გრან­დი­ოზ­ული და ამ­ბი­ცი­ური პრო­ექ­ტი — ევ­რო­პის მა­უწყე­ბელ­თა კავ­ში­რის ცენ­ტრის და­არ­სე­ბას­თან ერ­თად, არა მხო­ლოდ მოქ­მედ ჟურ­ნა­ლის­ტებს, არ­ამ­ედ სტუ­დენ­ტებ­საც ექ­ნე­ბათ სა­შუ­ალ­ება, რომ ჩა­ერ­თონ ცენ­ტრის სა­ლექ­ციო კურ­სებ­ში. ეს იქ­ნე­ბა დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ ნა­ხონ, თუ რო­გო­რია ეს პრო­ფე­სია სი­ნამ­დვი­ლე­ში“, — თქვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ას ეს­წრე­ბო­და თსუ–ს რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მე­ტი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის:

 

„პირ­ვე­ლი არ­ხი და პირ­ვე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი აწ­ერ­ენ ხელს მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­მო­რან­დუმს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ძა­ლი­ან ბევრ სტუ­დენ­ტს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ აიმ­აღ­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია და უფ­რო და­უკ­ავ­შირ­დეს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, სა­შუ­რი საქ­მეა“, — თქვა თსუ–ს რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­იც, რომ სტა­ჟი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, პროგ­რა­მა, ას­ევე კონ­კრე­ტულ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობა წი­ნას­წარ შე­თან­ხმდე­ბა, ხო­ლო მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტთა შერ­ჩე­ვას, შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის დად­გე­ნის შემ­დეგ, უზ­რუნ­ველ­ყოფს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი. ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი და ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია ტო­რა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ მსურ­ველ­თა რა­ოდ­ენ­ობა საკ­მა­ოდ დი­დი იქ­ნე­ბა, რის გა­მოც აუც­ილ­ებ­ელია მკა­ფიო კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა:

 

„ამ მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, სტა­ჟი­რე­ბის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი მი­იღ­ებ­ენ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას და ის­წავ­ლი­ან იმ სტან­დარ­ტე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, რო­მე­ლიც უნ­და იყ­ოს და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ზო­გა­დად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის­თვის. ვფიქ­რობ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი, რად­გან ბევ­რი მსურ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა და, ამ­დე­ნად, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყე­ბე­ლი მოგ­ვა­წო­დებს პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის კვო­ტას, ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვებთ შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უმ­ებს, მათ შო­რის იქ­ნე­ბა გა­სა­უბ­რე­ბაც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ვარ­ჩევთ სტუ­დენ­ტებს“,- თქვა მაია ტო­რა­ძემ.

 

სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ორი უწყე­ბის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­ის კო­ლა­ბო­რა­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის კუ­რი­კუ­ლუმ­თან ტე­ლე­ვი­ზი­აში პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის და სტა­ჟი­რე­ბის შერ­წყმა შე­დე­გი­ანი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტის უნ­არ-ჩვე­ვე­ბით შეიარაღებული ახ­ალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გაზ­რდის გა­რან­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

 

„ეს არ­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ივ მა­უწყე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ალ ეტ­აპ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით, პრო­დუქ­ტი­ული კო­ლა­ბო­რა­ცი­ით ის უნ­არ­ები შე­იძ­ინ­ონ სტუ­დენ­ტებ­მა, რო­მე­ლიც მათ დიდ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში საქ­მი­ან­ობ­ის­ას გა­მო­ად­გე­ბათ“,- თქვა ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვილ­მა.

 

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ეფ­ექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, მხა­რე­ები შე­სა­ბა­მის მო­ნი­ტო­რინ­გს გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან სტა­ჟი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ას და ერ­თმა­ნეთს მი­აწ­ოდ­ებ­ენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სას­წავ­ლო პრო­ცესს მე­ტად პრო­დუქ­ტი­ულს და შე­დე­გი­ანს გახ­დის.

თარიღი: 26/03/2021