საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ზარმაცი“, რომელიც დღეში 10 საქმეს პროფესიონალურად აკეთებს

თა­მარ და­დი­ანი

 

მეც­ნი­ერ­ებ­აში ფე­ხი ჯერ კი­დევ სკო­ლის ას­აკ­იდ­ან აიდ­გა, რო­ცა მეცხრეკ­ლა­სელ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­მო­ცე­მა­ში პირ­ვე­ლი თარ­გმა­ნი და­ბეჭ­და. მას შემ­დეგ მთარ­გმნე­ლო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი არ და­უკ­არ­გავს და თვლის, რომ თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­იტ­ანა სა­ზო­გა­დო­ებ­ის აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. „ჩემ­თვის თარ­გმნაც და თარ­გმნის კვლე­ვაც, ლი­ტე­რა­ტუ­რაც და ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ ფიქ­რიც ერ­თი მთლი­ან­ობაა, ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი“, — აცხა­დებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის დოქ­ტო­რან­ტი ანა კო­პა­ლი­ანი, რო­მე­ლიც დღეს გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნი­ევ­რსი­ტე­ტის“ კითხვებს პა­სუ­ხობს.

 

 უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თგვარ აუც­ილ­ებ­ლო­ბად და მო­დად იქ­ცა. აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის უმ­ეტ­ეს­ობ­ას არ აქ­ვს გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული სა­კუ­თა­რი თა­ვი და ინ­ტე­რე­სე­ბი. უმ­ეტ­ეს­ობ­ას წარ­მოდ­გე­ნა არ აქ­ვს — ვინ უნ­და იყ­ოს მო­მა­ვალ­ში, ნა­წი­ლი კი იც­ნობს იმ სფე­როს, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­ას აპ­ირ­ებს. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და?

 

— ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო: მერ­ვე კლა­სი­დან ვთარ­გმნი­დი ინ­გლი­სურ პო­ეზი­ას. მეცხრე კლას­ში უკ­ვე პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცია მქონ­და — პე­რი­ოდ­ულ გა­მო­ცე­მა „აფ­რა­ში“ და­ბეჭ­და ჩე­მი თარ­გმა­ნი შო­თა იათ­აშ­ვილ­მა, რო­მელ­საც დღემ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე და „მკაცრ“ რე­დაქ­ტო­რად მი­ვიჩ­ნევ. მე­ათე კლას­ში გა­ვი­გე, რომ არ­სე­ბობ­და ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე (მა­შინ ასე ერ­ქვა) თარ­გმა­ნი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კა­თედ­რა და იმ დღის მე­რე სხვა პრო­ფე­სი­აზე აღ­არც კი მი­ფიქ­რია, თით­ქოს მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა აქ­ეთ­კენ მი­დი­ოდა. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე საკ­მა­ოდ დი­დი ხნით ად­რე არ­ათუ ვი­ცო­დი, რომ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მთარ­გმნე­ლო­ბა მინ­დო­და, არ­ამ­ედ უკ­ვე პირ­ვე­ლი ბი­ლი­კე­ბიც მქონ­და გაკ­ვა­ლუ­ლი ამ სფე­რო­ში: პუბ­ლი­კა­ცი­ები, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობა და ა.შ. ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­ონ­ალ­ად შედ­გო­მა საყ­ვა­რელ საქ­მი­ან­ობ­აშ­იც კი არ არ­ის ად­ვი­ლი და ახ­ალ­გაზ­რდა ად­ამი­ანი, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა ინ­ტე­რე­სია, მით უმ­ეტ­ეს, არ უნ­და ჩა­ებ­ას იმ სფე­რო­ში, რო­მე­ლიც არ ხიბ­ლავს.

 

— რო­დის გა­დაწყვი­ტეთ საქ­მი­ან­ობა სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ? თქვე­ნი სა­დოქ­ტო­რო თე­მის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ...

 

— რო­დე­საც ად­ამი­ანი პრაქ­ტი­კო­სი მთარ­გმნე­ლია, არ არ­ის გა­საკ­ვი­რი, რომ მას ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კითხვე­ბიც და პა­სუ­ხე­ბიც უგ­როვ­დე­ბო­დეს. თარ­გმან­მცოდ­ნე­ობა დიდ­წი­ლად პრაქ­ტი­კოს მთარ­გმნელ­თა თვით­რეფ­ლექ­სი­ებს ეყ­რდნო­ბა, რო­მელ­თაც მე­რე სის­ტე­მურ სა­ხეს თე­ორ­ეტ­იკ­ოს­ები აძ­ლევ­დნენ და აძ­ლე­ვენ. თარ­გმან­მცოდ­ნე­ობ­ის შეს­წავ­ლა იმ­ის­თვის და­ვიწყე, რომ ჩე­მი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის თე­ორი­ული გა­მარ­თლე­ბა, მხარ­და­ჭე­რა მე­პო­ვა; მე­რე კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მეც მაქ­ვს პო­ზი­ცია, რომ­ლის დაც­ვაც მინ­და, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის ან­ალ­იტ­იკ­ური გა­აზ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო გა­მოდ­გეს და პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში და­გეხ­მა­როს. ჩე­მი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი „ამ­ერ­იკ­ელი ქა­ლი პო­ეტ­ებ­ის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი შე­და­რე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­ის კონ­ტექ­სტში“, პირ­ველ რიგ­ში, იმ­იტ­ომ მგო­ნია სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მიმ­დი­ნა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სის გა­აზ­რე­ბის მცდე­ლო­ბაა. ეს და­ახ­ლო­ებ­ით იმ­ას ჰგავს, მო­რევ­ში ტრი­ალ­ებ­დე და თან იმ­ის გა­მოთ­ვლას ცდი­ლობ­დე, სა­ით წა­გი­ღებს მდი­ნა­რე. იმ მთარ­გმნელ­თა შო­რის, ვის ნა­მუ­შევ­რებ­საც ვიკ­ვლევ, მეც ვარ და ჩე­მი უძ­ვირ­ფა­სე­სი კო­ლე­გე­ბიც, რომ­ლებ­მაც, ვფიქ­რობ, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში თა­ვი­ან­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­იტ­ან­ეს სა­ზო­გა­დო­ებ­ის აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თუმ­ცა ვცდი­ლობ, კრი­ტი­კუ­ლიც ვი­ყო ყვე­ლას და, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­მართ.

 

— მთარ­გმნე­ლო­ბით საქ­მეს 2006 წლი­დან ეწ­ევ­ით, 2016 წელს პრე­მია „სა­ბა“-ს ფი­ნა­ლის­ტიც იყ­ავ­ით წლის სა­უკ­ეთ­ესო თარ­გმა­ნი­სათ­ვის ქარ­თულ ენ­აზე. რო­გორ ფიქ­რობთ, მთარ­გმნე­ლის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ერ­ის შე­საქ­მნე­ლად რა არ­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

 

— დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მთე­ლი რი­გი მი­ზე­ზის გა­მო მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მთარ­გმნე­ლის საქ­მი­ან­ობ­ას „კა­რი­ერა“ მხო­ლოდ პი­რო­ბი­თად თუ შე­იძ­ლე­ბა ეწ­ოდ­ოს, მაგ­რამ, მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ამ საქ­მი­ან­ობ­ას­აც სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ნე­ბის­მი­ერ სხვას: იმ­ედ­ის მომ­ცე­მი საწყი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი, და­უღ­ალ­ავი შრო­მა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, ძი­ება და სიყ­ვა­რუ­ლი.

 

— რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს იმ­ის­თვის, რომ უახ­ლო­ეს წლებ­ში სხვა­დას­ხვა ენ­ებ­იდ­ან მთარ­გმნელ­თა ღირ­სე­ული ცვლა მი­ვი­ღოთ?

 

— უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ საქ­მი­სათ­ვის მო­წო­დე­ბუ­ლი ახ­ალი თა­ობა სხვა სფე­რო­ებ­ში არ და­საქ­მდეს იმ­ის გა­მო, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის მთარ­გმნე­ლებს არ აქ­ვთ შრო­მის შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ალ­ური და მა­ტე­რი­ალ­ური სტა­ტუ­სი. ნი­ჭი­ერ მთარ­გმნელ­თა უდ­იდ­ესი ნა­წი­ლი­სათ­ვის ეს საქ­მი­ან­ობა მხო­ლოდ „ნა­ხე­ვარ­გა­ნაკ­ვე­თუ­რი“, ზოგ­ჯერ ჰო­ბიც კია, რაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დად აფ­ერ­ხებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური პო­ტენ­ცი­ალ­ის გან­ვი­თა­რე­ბას. ვფიქ­რობ, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თარ­გმნა ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური საქ­მი­ან­ობაა და არა გუნ­დუ­რი, უნ­და ვის­წავ­ლოთ ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება, ხში­რად უნ­და ტარ­დე­ბო­დეს მას­ტერ­კლა­სე­ბი, არ­სე­ბობ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ხე­ლოს­ნო­ები და ა.შ. თე­ორი­ულ­ის გარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლი წვრთნა, დი­ნა­მიზ­მის შე­მო­ტა­ნაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მქო­ნია რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უფ­რო­სი თა­ობ­ის კო­ლე­გე­ბი­სა­გან მი­მი­ღია პრო­ფე­სი­ული დახ­მა­რე­ბა — ყვე­ლა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მთელ მოვ­ლე­ნად იქ­ცა ჩემ­თვის.

 

— მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ან­ობ­ის­ათ­ვის საკ­მა­ოდ ბევ­რი ჯილ­დო გაქ­ვთ მი­ღე­ბუ­ლი, პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ობ­ას­აც ეწ­ევ­ით, მშვე­ნი­ერი ოჯ­ახ­ური კე­რა გაქ­ვთ, დი­სერ­ტა­ცი­ის და­სა­ცა­ვად ემ­ზა­დე­ბით... რთუ­ლი არ არ­ის დოქ­ტო­რან­ტის­თვის ას­ეთი დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მით ცხოვ­რე­ბა?

 

— ვფიქ­რობ, რომ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­და, ყვე­ლა ეს სფე­რო მჭიდ­რო კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან. მე მიყ­ვარს თარ­გმნა და მას ძა­ლი­ან ბევრ დროს ვუთ­მობ, მაგ­რამ ას­ევე მჭირ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის ან­ალ­იტ­იკ­ური გა­აზ­რე­ბაც, რა­შიც სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობა მეხ­მა­რე­ბა. მე­ორე მხრივ, ჩემს კვლე­ვა-ძი­ებ­ას პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ან­ობა ას­აზ­რდო­ებს — ეს ყვე­ლა­ფე­რი ბა­ლან­სის პოვ­ნა­ში მეხ­მა­რე­ბა, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ მოს­დევს ის, რომ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და გა­ვა­ზი­არო, ამ­ას კი პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­ამ­დე მივ­ყა­ვართ. ახ­ალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ობა გა­იძ­ულ­ებს, რომ მათ ინ­ტე­რე­სებს ფე­ხი აუწყო, ის­ინი მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას არ­ას­ოდ­ეს გაძ­ლე­ვენ, არც — ოჯ­ახი და მით უმ­ეტ­ეს — არც მკითხვე­ლე­ბი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა იმ­ის გა­მო, რომ მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ალ­ება არ მაქ­ვს, თო­რემ დი­დი სი­ამ­ოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი ის, ვინც სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ — ზარ­მა­ცი.

 

* * *

ფი­ლო­ლო­გი, თარ­გმან­მცოდ­ნე, მთარ­გმნე­ლი და პე­და­გო­გი ანი კო­პა­ლი­ანი 2012 წლი­დან ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­ული პე­და­გო­გია. მუ­შა­ობ­და „ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ცენ­ტრის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ, არ­ის გა­მოც­დე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის (ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ის) წევ­რი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სის, ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ „Mastsavlebeli.ge“-ს სტა­ტი­ებ­ის ავ­ტო­რი და „ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ მოწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „Next Pages“-სა და „წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ას­ოცი­აცი­ის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის — „წიგ­ნის პლატ­ფორ­მის“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის — „1990-2012 წლებ­ში ქარ­თულ ენ­აზე თარ­გმნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა — ფაქ­ტე­ბი, ტენ­დენ­ცი­ები, რე­კო­მენ­და­ცი­ები“ — ავ­ტო­რი; მრა­ვა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­ურ­ის წევ­რი. 2006 წლი­დან ეწ­ევა მთარ­გმნე­ლო­ბით საქ­მი­ან­ობ­ას. თარ­გნი­ლი აქ­ვს ტო­მას სტერ­ნზ ელი­ოტ­ის, ქე­ით ჩო­პი­ნის, ენ­იდ ბლა­იტ­ონ­ის, ნა­თა­ნი­ელ ჰო­თორ­ნის, სა­რა პე­ნი­პე­იკ­ერ­ის, მაია ენ­ჯე­ლო­უსა და სხვა­თა ნა­წარ­მო­ებ­ები. არ­ის რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი. მო­ნა­წი­ლე­ობა აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. მი­ღე­ბუ­ლი აქ­ვს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჯილ­დო „გა­მორ­ჩე­ული ქარ­თუ­ლი ენ­ით მეტყვე­ლე­ბი­სათ­ვის“; არ­ის „მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­კურ­სის — „ჩე­მი ლი­დე­რი ქა­ლი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბა“-ს ნო­მი­ნან­ტი (ნო­მი­ნა­ცია „წლის სა­უკ­ეთ­ესო მთარ­გმნე­ლი“).

თარიღი: 04/05/2021