საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,დიდი დეპრესია“ და გამოსავალი - თსუ-ის ეკონომისტი მეცნიერების რეკომენდაციები

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ის ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი კო­ვიდ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კრი­ზისს გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის „დიდ დეპ­რე­სი­ას“ ად­არ­ებს. პან­დე­მი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სა­ბო­ლო­ოდ ჯერ კი­დევ არ არ­ის შეს­წავ­ლი­ლი — პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც „ეკ­ონ­ომ­იკა მე­დი­ცი­ნის „მძე­ვა­ლია“, ეკ­ონ­ომ­ის­ტებს მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ზუს­ტი პროგ­ნო­ზი­რე­ბა უჭ­ირთ. შე­სა­ბა­მი­სად, ეკ­ონ­ომ­იკ­ის აღ­დგე­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­იც ზო­გა­დი და, მეტ­წი­ლად, ცვა­ლე­ბა­დია. და­ზუს­ტე­ბით არ­ის ცნო­ბი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში, გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი ახ­ალი ნი­შის პოვ­ნა მო­უწ­ევს. ვი­თა­რე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა, სა­კითხე­ბი მწვა­ვე, კითხვა — ბევ­რი. არ­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის VI სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რეც­ნი­აზე -“გლო­ბა­ლი­ზი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“ — გა­ნი­ხი­ლეს. ეს კონ­ფე­რენ­ცია კო­ვიდ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მე­ორ­ედ ჩა­ტარ­და. წელს ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა პან­დე­მი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის გარ­და, უკ­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ის აღ­დგე­ნის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ წარ­მო­ად­გი­ნეს კვლე­ვე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გებს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი აფ­ას­ებ­ენ.

 

„ეს კონ­ფე­რენ­ცია იმ­ით იყო გა­მორ­ჩე­ული, რომ თუ­კი 2020 წლის სა­მეც­ნი­ერო ფო­რუმ­ზე ნაშ­რო­მე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­ვიდ 19-ით გა­მოწ­ვე­ულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-კრი­ზი­სულ სი­ტუ­აცი­აზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, წელს მე­ტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­ინ­იშ­ნე­ბო­და. ეს მაძ­ლევს იმ­ის გან­ცდას, რომ ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის ნა­წი­ლის­თვის ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი აღ­არ არ­ის პრი­ორ­იტ­ეტ­ული, რაც ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს ქმნის, თუმ­ცა პან­დე­მი­ით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გარ­კვე­ული პე­რი­ოდი მა­ინც დარ­ჩე­ბა აქ­ტუ­ალ­ურ კვლე­ვის სფე­როდ. აქ შე­მიძ­ლია გა­გი­ზი­არ­ოთ ერ­თი მარ­ტი­ვი აზ­რი — შექ­მნი­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი ატ­იპი­ურია, ანუ ის ეკ­ონ­ომ­იკ­აში არ ჩა­სა­ხუ­ლა და ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი მას ვერ და­ამ­არ­ცხე­ბენ. ეს კრი­ზი­სი და­მარ­ცხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც დაძ­ლე­ული იქ­ნე­ბა პან­დე­მია, ხო­ლო პან­დე­მია უნ­და დაძ­ლი­ოს მე­დი­ცი­ნამ, შე­სა­ბა­მი­სად, ეკ­ონ­ომ­იკა დღეს არ­ის მე­დი­ცი­ნის მძე­ვა­ლი“ — გა­ნაცხა­და აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ.

 

კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის შე­დე­გად გლო­ბა­ლუ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ის ვარ­დნამ 4% შე­ად­გი­ნა, მსგავ­სი მას­შტა­ბის რეგ­რე­სი ბო­ლო 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. აკ­ად­ემ­იკ­ოსი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე არ­სე­ბულ კრი­ზისს 1929-1933 წლე­ბის „დიდ დეპ­რე­სი­ას“ ად­არ­ებს. მი­სი თქმით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ 4%-იან ვარ­დნას პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან მხო­ლოდ 1 წე­ლი დას­ჭირ­და, რაც ას­ევე უპ­რე­ცე­დენ­ტო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ამ ფონ­ზე სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ის კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ელ პარ­ტი­ონ­რებ­თან ერ­თად სა­ერ­თო პლატ­ფორ­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა, ად­გი­ლობ­რივ თუ ეკ­ონ­ომ­იკ­ის გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად გარ­დამ­ტეხ ფუნ­ქცი­ას იძ­ენს.

 

„მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ეს ვარ­დნა პრო­ცენ­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა არ­აფ­ერს გვე­უბ­ნე­ბა, მაგ­რამ ეკ­ონ­ომ­იკა შემ­ცირ­და ტრი­ლი­ონ­ობ­ით დო­ლა­რით, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ცალ­კე აღ­ებ­ული საფ­რან­გე­თის ან დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მთლი­ანი ეკ­ონ­ომ­იკა — ამ მას­შტა­ბის ვარ­დნა­ზეა სა­უბ­არი. შექ­მნი­ლია სი­ტუ­აცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს „დი­დი დეპ­რე­სი­ის“ პე­რი­ოდს, რო­დე­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლი კრი­ზი­სის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ვერ მოხ­და და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა გახ­და აუც­ილ­ებ­ელი იმ­ის­ათ­ვის, რომ მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო. აი, მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში — ლი­ბე­რა­ლიზ­მმა და სა­ხელ­მწი­ფოს მი­ნი­მა­ლურ­მა როლ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ვარ­დნის შე­ჩე­რე­ბა. თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია კრი­ზი­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი — პან­დე­მია. მას „კო­ვიდ დეპ­რე­სი­ას“ ვუ­წო­დებ­დი. უზ­არ­მა­ზა­რი და­ნაკ­რგი გა­ნი­ცა­და ეკ­ონ­ომ­იკ­ამ, რომ აღ­არ­აფ­ერი ვთქვათ ად­ამი­ან­ურ და­ნა­კარ­გზე, რაც ყვე­ლა­ზე მძი­მეა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ცალ­კე­ული ქვეყ­ნე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ას ეხ­ებ­ოდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, იყო უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო. მთლი­ან­ობ­აში სა­მეც­ნი­ერო ფო­რუმს მე და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ“, — აღ­ნიშ­ნა აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძემ.

 

„ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აზე ყო­ველ წელს მო­ნა­წი­ლე მკვლე­ვარ­თა რა­ოდ­ენ­ობა იზ­რდე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წლე­ვან­დე­ლი სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მი ყო­ფი­ლა. 16 თე­მა­ტუ­რი სექ­ცია და 2 პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა სწო­რედ ამ­აზე მეტყვე­ლებს. ჩე­მი ყუ­რადღე­ბა რამ­დე­ნი­მე აქ­ტუ­ალ­ურ­მა კვლე­ვამ მი­იქ­ცია, რაც უშუ­ალ­ოდ პან­დე­მი­ას არ უკ­ავ­შირ­დე­ბა — მწვა­ნე ეკ­ონ­ომ­იკ­ის, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­რუფ­ცი­ის თე­მებ­ზე... ჩვენ ას­ევე ვმსჯე­ლობ­დით, თუ რა ად­გილს და­იჭ­ერს სა­ქარ­თვე­ლო პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სივ­რცე­ში. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ქარ­თვე­ლომ შე­იძ­ლე­ბა ექ­სკლუ­ზი­ური კო­რი­დო­რის ფუნ­ქცია და­კარ­გოს და ამ­იტ­ომ ჩვენ მზად უნ­და ვი­ყოთ, რა­თა ჩვე­ნი ეკ­ონ­ომ­იკ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ალ­იზ­ება ახ­ალ ფორ­მატ­ში შევ­ძლოთ. სა­მეც­ნი­ერო ფო­რუმ­ზე ჩვენ ას­ევე ვი­სა­უბ­რეთ, თუ რო­გორ უნ­და გა­მო­ვი­დეთ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი­დან. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია, რომ მომ­ხსე­ნებ­ლებს შო­რის იყ­ვნენ ჩვე­ნი პარ­ტნი­ორ­ები გერ­მა­ნი­იდ­ან, შვე­იც­არი­იდ­ან, პო­ლო­ნე­თი­დან, ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­დან და, რა თქმა უნ­და, კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­იდ­ან“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძემ.

 

ფო­რუმ­ზე გან­ხი­ლუ­ლი კვლე­ვე­ბი

 

ფო­რუმ­ზე -“გლო­ბა­ლი­ზი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“ — 13 ქვეყ­ნის 100-მდე მეც­ნი­ერი 16 თე­მა­ტუ­რი სექ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მსჯე­ლობ­და. წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფას, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მო­დელს, უმ­უშ­ევ­რო­ბის დაძ­ლე­ვის მე­ქა­ნიზ­მებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ის ათ­ვი­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პა­რა­დოქ­სებს, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­რუფ­ცი­ას და ა.შ. ეხ­ებ­ოდა.

 

კვლე­ვა „სა­გა­და­სა­ხა­დო კო­რუფ­ცი­ის გა­ზომ­ვის შე­სა­ხებ“ აკ­ად­ემ­იკ­ოს ვალ­დი­მერ პა­პა­ვას ეკ­უთ­ვნის, რო­მელ­მაც თე­მა­ზე მუ­შა­ობა პრო­ფე­სორ ნო­დარ ხა­დურ­თან ერ­თად და­იწყო.

 

„20 წლის წინ გაჩ­ნდა იდეა, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­რუფ­ცია გაგ­ვე­ზო­მა, მა­შინ ჩემს მო­წა­ფე­ებ­თან და ახ­ალ­გაზ­რდა კო­ლე­გებ­თან ერ­თად გარ­კვე­ული კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ. ამ ჯგუფ­ში პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ხა­დუ­რიც შე­დი­ოდა. 2019 წელს ვგეგ­მავ­დით კვლე­ვის ერ­თობ­ლი­ვად გა­ნახ­ლე­ბას, თუმ­ცა იგი გარ­და­იც­ვა­ლა და დარ­ჩა გარ­კვე­ული ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­კითხი მი­სი ხსოვ­ნის სა­პა­ტივ­სა­ცე­მო­დაც შეგ­ვეს­წავ­ლა“, — გან­მარ­ტა ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ.

 

სტა­ტი­აში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია კო­რუფ­ცი­ის გა­ზომ­ვის ორი ხერ­ხი — ორ­ივე მათ­გა­ნი ერ­თსა და იმ­აზე შე­დეგს იძ­ლე­ვა. ცალ­კეა გან­ხი­ლუ­ლი ის­ეთი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკ­ონ­ომ­იკ­ის სხვა­დას­ხვა დარ­გის და­ნერ­გვრის სპე­ცი­ფი­კას­თან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.


„ყვე­ლამ ვი­ცით, თუ რას ნიშ­ნავს კო­რუფ­ცია, თუმ­ცა დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მის გა­ზომ­ვას, რა­თა მის აღ­მო­საფხვრე­ლად სწო­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­იღ­ონ. კო­რუფ­ცი­ის ერთ-ერ­თი სფე­როა სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მა, რო­დე­საც გა­დამ­ხდე­ლი თავს არ­იდ­ებს გა­და­სა­ხადს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს­თან გა­რი­გე­ბა­ში შეს­ვლის გზით. ჩვე­ნი ამ­ოც­ანა არ ყო­ფი­ლა სა­გა­მო­ძი­ებო ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბა, ჩვე­ნი მი­ზა­ნია გა­ზომ­ვის ზუს­ტი ხერ­ხის შე­მუ­შა­ვე­ბა. მიდ­გო­მა შემ­დე­გია — ერ­თმა­ნეთს დარ­დე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა და სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა, თუ შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა ჩა­მორ­ჩე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზრდას, ესე იგი ად­გი­ლი აქ­ვს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­რუფ­ცი­ას“, — აღ­ნიშ­ნა ვალ­დი­მერ პა­პა­ვამ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე, ას­ევე, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კვლე­ვა — „სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი კო­ვიდ 19-ის პა­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში“. ნაშ­რო­მი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ პრო­ფე­სორს ხა­თუ­ნა ბე­რიშ­ვილ­სა და მა­გის­ტრ მა­რი­ამ ღუ­ღუ­ნიშ­ვილს ეკ­უთ­ვნით. კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვაჭ­რო დე­ფი­ცი­ტი კვლა­ვაც ღრმავ­დე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორ­ტსა და იმ­პორ­ტს შო­რის არ­სე­ბულ სხვა­ობ­აზე მი­უთ­ით­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ინ­იშ­ნე­ბა სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის უარ­ყო­ფი­თი სალ­დო და ზე­გავ­ლე­ნა ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.“

 

პრო­ფე­სორ­მა ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვილ­მა „ეკ­ონ­ომ­იკ­ის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პა­რა­დოქ­სე­ბი“ გააანალიზა. ავ­ტო­რი ნაშ­რომ­ში გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის დაწყე­ბი­დან გა­სულ სამ ათე­ულ წელს მი­მო­იხ­ილ­ავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი მეც­ნი­ერი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლავს. მას უკ­ავ­ში­რე­ბენ ზე­სა­ხელ­მწი­ფო და ერ­ოვ­ნულ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ებ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ური რყე­ვე­ბის შერ­ბი­ლე­ბის, შრო­მის მწარ­მო­ებ­ლუ­რი ამ­აღ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის ტემ­პე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს შო­რის ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური უთ­ან­ას­წო­რო­ბის შერ­ბი­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს. თუმ­ცა ახ­ალი კვლე­ვის შე­დე­გად, ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის დაწყე­ბი­დან გან­ვლი­ლი სა­მი ათე­ული წლის კრი­ტი­კუ­ლი ან­ალ­იზი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი კი არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა, არ­ამ­ედ პი­რი­ქით — გამ­წვავ­და.“ აღ­ნიშ­ნულ ვი­თა­რე­ბას ავ­ტო­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პა­რა­დოქ­სებს უწ­ოდ­ებს და ყუ­რადღე­ბას პან­დე­მი­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­აზე წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტზე ამ­ახ­ვი­ლებს.

 

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ფო­რუმ­მა ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კის, ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის, თე­ორი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ის, მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის, მიკროეკონომიკის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ის, სტა­ტის­ტი­კის, აღ­რიცხვა, აუდ­იტი, ან­ალ­იზ­ის, მარ­კე­ტინ­გის, მე­ნეჯ­მენ­ტის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის, ტუ­რიზ­მის, ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­ბან­კო საქ­მის, ინ­ფორ­მა­ცი­ული ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის, გლო­ბა­ლურ გა­რე­მო­ში მე­ნეჯ­მენ­ტის, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის კონ­ტექ­სტში რე­ლი­გი­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ის სფე­რო­ები მო­იც­ვა. ვრცლად ნაშ­რო­მე­ბის გაც­ნო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხველს — https://bit.ly/3HrBYYP — მი­სა­მარ­თზე შე­უძ­ლია.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის — „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“ — შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სა და, ზო­გა­დად, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გა­ან­ალ­იზ­ებ­ის შე­დე­გად, ეკ­ონ­ომ­იკ­ის ექ­სპერ­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ თუ პან­დე­მია არ შე­ჩერ­და, ეკ­ონ­ომ­იკა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. გარ­და ამ­ისა, მკვლევ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ამ პრო­ცეს­ში აუც­ილ­ებ­ელია სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლის გაძ­ლი­ერ­ება, ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბე­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბა.

 

„სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­ური რო­ლის გა­რე­შე შექ­მნი­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­სამ­კლა­ვებ­ლად აუც­ილ­ებ­ელი გახ­და სა­გა­რეო ვა­ლის ზრდა, გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა. ას­ევე, თუ პან­დე­მია არ შე­ჩერ­და, მხო­ლოდ ეკ­ონ­ომ­იკ­ის ძა­ლით აღ­მას­ვლა ვერ და­იწყე­ბა. წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, შე­და­რე­ბით გა­მო­ცოცხლე­ბა შე­ინ­იშ­ნე­ბა — ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის ორ­ნიშ­ნა ციფ­რებ­ში და­ფიქ­სირ­და. ეს ნამ­დვი­ლად კარ­გი შე­დე­გია, მაგ­რამ ჩვე­ნი ორი­ენ­ტი­რი პან­დე­მი­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით ზრდა უნ­და იყ­ოს. დღეს ეკ­ონ­ომ­იკა ღია და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ­პორ­ტზე, შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბამ­დე გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­არი რთუ­ლია, ვფიქ­რობ 2 ან 3 წე­ლი მა­ინც დაგ­ვჭირ­დე­ბა, რომ გარ­კვე­ული ძვრა და­იწყოს“, — აცხა­დებს აკ­ად­ემ­იკ­ოსი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე.

 

„რა­ტომ­ღაც არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მიდ­გო­მა, რომ თუ ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდაა, უნ­და გა­იზ­არ­დოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, რაც არ­ას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რად­გან ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა სხვაა, კე­თილ­დღე­ობა — სხვა. მიმ­დი­ნა­რე წელს 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 11%-იანი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა, ამ­ავე დროს, გვაქ­ვს 13%-იანი ინ­ფლა­ცია, ამ ფონ­ზე კე­თილ­დღე­ობა ვერ გა­იზ­რდე­ბა, რად­გან ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ინ­ფლა­ცი­ამ „შე­ჭა­მა“. ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზრდა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ციაა და ეს მი­ან­იშ­ნებს, რომ მან და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თა­ვი კარ­გად გა­არ­თვა. ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მი­ან­ობა კი არ არ­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დგას, ინ­ფლა­ცია მთელ მსოფ­ლი­ოშია გაზ­რდი­ლი“, — გან­მარ­ტავს აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა.

 

მეც­ნი­ერ­ები მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მოს­ვლის მიზ­ნით აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს ში­და წარ­მო­ება — მრეწ­ვე­ლო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობა... მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი სა­ხელ­მწი­ფომ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის შექ­მნა­ზე უნ­და გა­და­იტ­ან­ოს. რო­გორც ვალ­დი­მერ პა­პა­ვა აცხა­დებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, სა­შუ­ალ­ოდ, 15 წე­ლი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, პრო­ცე­სის დაწყე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვა — პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი ნი­შის პოვ­ნაა.

 

„სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იწყო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა ისე, რომ პან­დე­მია არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და გვაქ­ვს ორ­ნიშ­ნა ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა. რამ გა­მო­იწ­ვია ეს? იმ­ან, რომ ეკ­ონ­ომ­იკა გა­იხ­სნა, მაგ­რამ ეკ­ონ­ომ­იკა ას­ეთი ვერ დარ­ჩე­ბა მას შემ­დეგ, რაც დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია. აქ სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი მსოფ­ლიო დგას ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე — ე.წ. ფსევ­დო დეგ­ლო­ბა­ლი­ზა­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს დას­ჭირ­დე­ბა მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა იმ­ის­თვის, რომ ახ­ალ ვი­თა­რე­ბა­ში მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­აში იპ­ოვ­ოს თა­ვი­სი ად­გი­ლი“, — აღ­ნიშ­ნავს ვლა­დი­მერ პა­პა­ვა.

 

თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან მა­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ახ­ალი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ზი­არ­ება ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

„პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი დღე­ებ­იდ­ან­ვე, რო­დე­საც ცხა­დი გახ­და, რომ გვი­წევს ეკ­ონ­ომ­იკ­ური ლოკ­და­უნი, იყო შეხ­ვედ­რე­ბის სე­რია ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრთან. იმ ეტ­აპ­ზე ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­ცე­მა, რად­გან ყვე­ლა ხვდე­ბო­და, რომ სა­ჭი­რო იყო და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, მაგ­რამ სად უნ­და წა­სუ­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი? — ეს იყო მთა­ვა­რი კითხვა. სამ­წუ­ხა­როდ, ემ­პი­რი­ული მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზი არ იძ­ლე­ვა კონ­კრე­ტუ­ლი და­მა­იმ­ედ­ებ­ელი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუმ­ცა გა­მო­იკ­ვე­თა, რომ წი­ნა პლან­ზე მო­დის ციფ­რუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკა, სულ უფ­რო მე­ტი ბიზ­ნე­სი იქ­მნე­ბა ვირ­ტუ­ალ­ურ პლატ­ფორ­მა­ზე. ჩვენ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­ვე გა­დად­გა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ციფ­რუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მო­დუ­ლი და­ინ­ერ­გა, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ტრა­დი­ცი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, — გა­ნაცხა­და ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძემ.

 

„თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის სე­რი­ოზ­ული პრობ­ლე­მაა, მათ შო­რის, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა ინ­სტი­ტუ­ცი­ურ­ად იქ უკ­ეთ­ეს­ად არ­ის მდგო­მა­რე­ობა, მთავ­რო­ბა­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ას შო­რის არ­ხი გაჭ­რი­ლია, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ბევრ წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში ქვეყ­ნის მე­თა­ურს თა­ვი­სი ეკ­ონ­ომ­იკ­ური საბ­ჭო აქ­ვს, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის ცნო­ბი­ლი ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი შე­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სა­კითხი ინ­სტი­ტუ­ცი­ურ­ად ასე გა­მარ­თუ­ლი არ არ­ის, თუმ­ცა კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრთან საკ­მა­ოდ ინ­ტე­სი­ურია“, — აღ­ნიშ­ნა ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ VI სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მის გახ­სნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე­მაც. სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობა შე­აფ­ასა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ: „სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“ ძა­ლი­ან აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს მო­იც­ავს. ზო­გა­დად, გლო­ბა­ლი­ზა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა არა მხო­ლოდ მი­სი თან­მდე­ვი სარ­გებ­ლის, არ­ამ­ედ იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­მოც, რო­მე­ლიც დღის წეს­რიგ­ში კო­ვიდ პან­დე­მი­ამ და­აყ­ენა, რაც სა­მარ­თა­ვად რთუ­ლი პრო­ცე­სია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბა­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას არ აქ­ვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ის თვალ­საზ­რი­სით, ამ­იტ­ომ აუც­ილ­ებ­ელია ქვეყ­ნებ­მა იპ­ოვ­ონ შე­სა­ბა­მი­სი ბა­ლან­სი“, — გა­ნაცხა­და მი­ნის­ტრმა.

 

სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მი — „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“ — 5 ნო­ემ­ბერს ZOOM-ის პლატ­ფორ­მა­ზე ჩა­ტარ­და.

თარიღი: 21/11/2021