საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,აკულტურაციიდან პროკულტურაციამდე" - სელფის ტრანსფორმაციული დინამიკის განვითარება და დიალოგური მახასიათებლების მნიშვნელობა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

აშშ-ის ფსი­ქო­ლოგ­თა ას­ოცი­აცი­ის სპე­ცი­ალ­ური მოწ­ვე­ვით თსუ ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სორ­მა ლა­დო გამ­სა­ხურ­დი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვე­ბი­ნარ­ზე მოხ­სე­ნე­ბა — „აკ­ულ­ტუ­რა­ცი­იდ­ან პრო­კულ­ტუ­რა­ცი­ამ­დე" — წა­რად­გი­ნა. ვე­ბი­ნარს ას­ოცი­აცი­ის წევ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა ღია იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვი­საც. ლა­დო გამ­სა­ხურ­დი­ამ კო­ლე­გებ­თან მი­სი­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­კულ­ტუ­რა­ცი­ის კონ­ცეფ­ცი­ის ზო­გა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­მარ­ტა. მკვლევ­რის ახ­ალი კონ­ცეფ­ცია ხაზს უს­ვამს საზღვარ­გა­რეთ ან მულ­ტი­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ში ცხოვ­რე­ბი­სას სელ­ფის ტრან­სფორ­მა­ცი­ული დი­ნა­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დი­ალ­ოგ­ური მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სა­ერ­თა­შო­რი­სო ვე­ბი­ნა­რი ას­ოცი­აცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ეგ­იდ­ით ჩა­ტარ­და.

 

„ვფიქ­რობ, აშშ-ის ფსი­ქო­ლოგ­თა ას­ოცი­აცი­ის ვე­ბი­ნარ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის, პრეს­ტი­ჟის ამ­აღ­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ისა და, ზო­გა­დად, სო­ცი­ალ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

 

ჩე­მი კონ­ცეფ­ცია წარ­მო­ად­გენს სელ­ფის კონ­სტრუ­ირ­ებ­ის პი­როვ­ნე­ბა­ზე ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტა­ლის­ტურ და სის­ტე­მურ მო­დელს, მულ­ტი­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ში ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ან ემ­იგ­რა­ცი­ის ფონ­ზე. ის ვი­თარ­დე­ბა ტრა­დი­ცი­ული მე­ინ­სტრი­მუ­ლი კროს­კულ­ტუ­რა­ლის­ტუ­რი აკ­ულ­ტუ­რა­ცი­ის მო­დე­ლებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში და მი­სი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ­ის ე.წ. დე­ვე­ლოპ­მენ­ტა­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც აკ­ლია სხვა ტრა­დი­ცი­ულ, აქ­ამ­დე არ­სე­ბულ მო­დე­ლებს.

 

აქ წარ­მო­ჩე­ნი­ლია ად­აპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში პი­როვ­ნე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბის და პი­როვ­ნე­ბის ინ­ტენ­ცი­ონ­ალ­ობ­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი და, ას­ევე, ხაზს უს­ვამს ფსი­ქი­კის დი­ალ­ოგ­ურ ბუ­ნე­ბას. ეს კონ­ცეფ­ცია ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სის გა­აზ­რე­ბა­სა და პი­როვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის თე­ორი­ული მო­დე­ლი­რე­ბის დი­ალ­ოგ­ური მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც ეძ­ღვნე­ბა.

 

სტა­ტი­კუ­რი, არ­ადი­ალ­ოგ­ური, ად­აპ­ტა­ცი­ური მო­დე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც უპ­ირ­ატ­ეს­ად სო­ცი­ოლ­ოგ­ის­ტუ­რია, პრო­კულ­ტუ­რა­ცი­ის თე­ორია არ­ის პი­როვ­ნე­ბა­ზე ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, დე­ვე­ლოპ­მენ­ტა­ლის­ტუ­რი დი­ალ­ოგ­ური და სე­მი­ოტ­იკ­ური“, — გან­მარ­ტავს ლა­დო გამ­სა­ხურ­დია.

 

ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ფსი­ქო­ლოგ­თა ას­ოცი­აცია, ფსი­ქო­ლო­გი­ის სფე­რო­ში პრო­ფე­სი­ული სტან­დარ­ტე­ბის და­წე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებაა.

თარიღი: 16/03/2022