2025 წლის გაზაფხულზე ERASMUS + პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების მეორე სერია თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტის წარმომადგენლებისთვის, ქართულად თარგმნილი და ადაპტირებული მასალებით. კერძოდ,
- 2025 წლის 18 მარტს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულმა პროფესორმა ელენე გელაშვილმა ჩაატარა ონლაინ ტრენინგი. ტრენინგს დაესწრო 15 დოქტორანტი და მაგისტრი.
- 2025 წლის 27 მარტს იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა ჩაატარა ონლაინ ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობდა 14 დოქტორანტი.
- 2025 წლის 28 მარტს პროფესორ მაგდა ცინცაძემ ჩაატარა ონლაინ ტრენინგი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტების დოქტორანტებისათვის.
- 2025 წლის 28 მარტს ასოცირებულმე პროფესორმა ია ნაცვლიშვილმა ჩაატარა პირისპირ ტრენინგი 15 მონაწილესათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან.
- 2025 წლის 28 მარტს ასოცირებული პროფესორის მორის შალიკაშვილის მიერ იურიდიული ფაკულტეტის 10 მაგისტრანტისთვის ჩატარდა პირისპირ ტრენინგი.
თსუ-ში ტრეინინგ მოდულის საპილოტე განხორციელებისას დოქტორანტურისა და გამისტრატურის სტუდენტებმა წარმატებით გაიზიარეს კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპები. ტრენინგ სესიებმა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. მონაწილეთა გამოხმაურებამ აჩვენა, რომ სასწავლო მოდული აქტუალური და ეფექტურია. ორენოვანი კურსი Moodle-ზე, რომელიც ღიად ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას. თარგმნილი და სუბტიტრებით აღჭურვილი სასწავლო მასალა შინაარსს ინკლუზიურს ხდის ყველა დაინტერესებული მონაწილესათვის.
საერთო ჯამში, ტრენინგები ნაყოფიერი იყო და მყარი საფუძველი შეუქმნა თსუ-ში კვლევითი ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ განათლების გრძელვადიანი განვითარებას.
ERASMUS + პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)" ფარგლებში, მარტის თვეში იგეგმება ტრეინინგი მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, რომელიც ფოკუსირებულია კვლევის ეთიკასა და კეთილსინდისიერებაზე. ტრეინინგი მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, საკვანძო ცოდნის შეძენას, კვლევის ეთიკისა და კვლევის კეთილსინდისიერების ახალი ტენდენციების შესახებ ინფორმირებასა და წარმატებული აკადემიური მუშაობისთვის საჭირო ძირითადი უნარების ამაღლებას.
ტრეინინგზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.
2024 წლის ივნისში ERASMUS + პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების პირველი სერია თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტის წარმომადგენლებისთვის.
- 2024 წლის 7 ივნისს ჩატარდა „ტრენერების გადამზადების“ ონლაინ სესია ფაკულტეტების ნომინირებული წარმომადგენლებისთვის, ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 15-მა მონაწილემ.
- 2024 წლის 13 ივნისს ჩატარდა ტრენინგი თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ,,განათლების მეცნიერებების“ სტუდენტთათვის ჩატარდა ტრენინგი ,,კვლევის ეთიკის კომპონენტები და კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული კოდექსი“. ტრენინგს დაესწრო 15 მონაწილე.
- 2024 წლის 24 ივნისს ჩატარდა ტრენინგი თსუ-ის სხვადასხვა სადოქტორო პროგრამის სტუდენტთათვის ,,კვლევის ეთიკის კომპონენტები და კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული კოდექსი“. ტრენინგს დაესწრო 19 მონაწილე შემდეგი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებიდან: კომპიუტერის მეცნიერება, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება, ურბანისტიკა, სამართალი, კულტურის და მედიის სოციოლოგია, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება.
მონაწილეები შეირჩნენ ღია რეგისტრაციის გზით.
ERASMUS + პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში”(ETHICS) ფარგლებში იგეგმება მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის მხარდამჭერი ტრეინინგი. ტრეინინზე განხილული იქნება კვლევის ეთიკის კომპონენტები და კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული კოდექსი. გაზიარებული იქნება უახლესი (ქართულად ნათარგმნი მასალა) რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს შემდგომი კვლევითი საქმიანობის წარმართვაში.
ტრეინინგი ჩატარდება ონლაინ ორშაბათს, 2024 წლის 24 ივნისს, 12:00-13:30.
ტრეინინგზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.
2023 წლის 11-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ETHICS პროექტის ევროპელ პარტნიორთა ხელმძღვანელობით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში გაიმართა ტრენერთა გადამზადების 3-დღიანი სამუშაო შეხვედრა. მას მასპინძლობდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეხვედრას უძღვებოდნენ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის დარგის ექსპერტები. სესიებზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, მონაცემების ფალსიფიკაცია და მისი დეტექცია, პლაგიატისა და სხვა სახის აკადემიური გადაცდომების პრევენცია კვლევის წარმართვისას, კვლევის ეთიკის დადასტურების აუცილებლობა და მისი მიღებისთვის საჭირო პროცედურები, საგამომცემლო ეთიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები. რამდენიმე სესია დაეთმო კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს; განიმარტა კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები და მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პრინციპები.
ტრენინგის დასრულებისას გამოითქვა აზრი კვლევის კეთილსინდისიერების ეროვნული ჩარჩოს შემუშავების შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მასალის წყარო: პროექტის ვებგვერდი.