საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო პროექტები და ღონისძიებები

 

საუნივერსიტეტო პროცესების დაგეგმვის, შეფასების და გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშავდება მიზნობრივი პროექტები შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტები მიზნად ისახავს სამსახურის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და განათლების სფეროს განვითარების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობენ როგორც უნივერსიტეტის, ისე ფაკულტეტების ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, უნივერსიტეტში დასაქმებული განათლების დარგისა და საკვლევი თემატიკის ექსპერტები, დაინტერესებული პირები, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე აქტორები და უნივერსიტეტის ქართველი თუ უცხოელი პარტნიორები.

 

დასრულებული პროექტების შედეგები თავდაპირველად მოწმდება ვიწრო სამუშაო ჯგუფში, ხოლო შემდგომ ხდება მათი გავრცობა სრულიად სუნივერსიტეტო სივრცეში.

 

წინამდებარე რუბრიკაში წარმოდგენილი იქნება როგორც დასრულებული პროექტების აღწერილობა და ანგარიში, ისე მიმდინარე პროექტების თემატიკა და მათი ცალკეული სამუშაო ფაზების შედეგები.

 

Flag Counter