საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის თემატური ჯგუფი - Meeting the Skills and Employability Demands

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის - „უნარებისა და დასაქმებადობის მოთხოვნების დაკმაყოფილება“ (Meeting the skills and employability demands) წევრია.

 

თემატური ჯგუფის მუშაობა 23 მარტს დაიწყო და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, სრულიად დისტანციურად მიმდინარეობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აქტიურად მონაწილეობს თემატური ჯგუფის მუშაობაში, გაიმართა ხუთი ონლაინ შეხვედრა და ამჟამად ჯგუფი რეკომენდაციების შემუშავებაზე მუშაობს. სამუშაო ჯგუფში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობს.

 

თემატური ჯგუფი ერთი წლის მანძილზე გაცვლის გამოცდილებასა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რაც დაეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლებისა და სწავლის პროცესის ხარისხის ამაღლებაში. კერძოდ, თემატური ჯგუფის ძირითადი აქცენტია საგანმნანათლებლო პროგრამებში სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა წარმატებით დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების იდენტიფიცირება, მათი კურიკულუმში ინტეგრირება და უნივერიტეტებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, შეფასებასა და განვითარებაში დამსაქმებელთა ჩართულობის პოლიტიკა და მეთოდები კარგ პრაქტიკად იქნა მიჩნეული და განსაკუთრებული აღნიშვნა და ინტერესი გამოიწვია, ისევე როგორც დამსაქმბელთა ჩართულობამ გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში.

თემატური ჯგუფის შემადგენლობა იხილეთ ბმულზე

 

 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის - „უნარებისა და დასაქმებადობის მოთხოვნების დაკმაყოფილება“ (Meeting the skills and employability demands) წევრია და აქტიურად მონაწილეობს ჯგუფის შეხვედრებსა და მუშაობაში.

 

2020 წლის 3 და 4 ნოემბერს გაიმართა ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მონაწილეობდა. ჯგუფის წევრებმა შეაჯამეს ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული საუკეთესო პრაქტიკა, ჯგუფის მუშაობის შედეგები და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რაც დაეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლებისა და სწავლის პროცესის ხარისხის ამაღლებაში. კერძოდ, თემატური ჯგუფი ძირითად აქცენტს საგანმნანათლებლო პროგრამებში სტუდენტთა/კურსდამთავრე ბულთა წარმატებით დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების იდენტიფიცირებაზე, მათი კურიკულუმში ინტეგრირებასა და უნივერიტეტებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობაზე აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულ საუკეთესო პრაქტიკის ჩამონათვალში ერთ-ერთი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიდგომებია.

ამჟამად ჯგუფი მუშაობს ერთობლივი ანგარიშის დაწერაზე, რომელსაც ისინი წარადგენენ 2021 წელს გამართულ ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის სწავლებისა და სწავლის ფორუმზე.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რიგით მეორე თემატურ ჯგუფში მონაწილეობს. პირველმა ჯგუფმა, რომლის თემაც სტუდენტთა შეფასება იყო, წარმატებით დაასრულა მუშაობა და გამოსცა ჯგუფის მუშაობის ანგარიში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.