საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტური სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის დაფინანსებით 31 ივლისს გაიმართა პროექტის - „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“  პირველი სამუშაო შეხვედრა.  შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდება შოტლანდიურ ორგანიზაციას „Spraqs (Student partnerships in quality Scotland)” მხარდაჭერით, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები სტუდენტებთან თანამშრომლობით განახორციელონ. პროექტის ფარგლებში შოტლანდიური ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრენინგებს პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის და დაეხმარება უნივერსიტეტს დანერგოს „პროგრამის წარმომადგენლის“ პრაქტიკა. პროექტის ძირითადი ამოცანაა თსუ-ში,  ერთი მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფის  პროცესში სტუდენტების გაზრდილი თანამონაწილეობის მხარდაჭერა; მეორე მხრივ, სტუდენტთა თვითმმართველობის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

თარიღი: 01/08/2020