საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტი "კურსის/ პროგრამის წარმომადგენლების მოსამზადებელი ტრენინგები" SPARQS - თან თანამშრომლობით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსის ერთერთი გამარჯვებული პროექტის "კურსის/ პროგრამის წარმომადგენლების მოსამზადებელი ტრენინგების" პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ორგანიზატორი განათლების მეცნიერებათა მაგისტრანტი ელენე ბებერაშვილია და ის ხორციელდება შოტლანდიურ ორგანიზაცია SPARQS - თან თანამშრომლობითა და თსუ-ს  ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და განვითარების ეტაპებზე. პროექტში მონაწილეობისთვის 50-ზე მეტი სტუდენტი შეირჩა და საწყის ეტაპზე ისინი ოთხ სხვადასხვა ჯგუფად, ჩაერთნენ გაცნობითი ხასიათის ინგლისურენოვან ონლაინ ტრენინგებში. ტრენინგზე (20201 wlis ნეომბერი) სტუდენტები გაეცნენ კურსის წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობებს, პროგრამების განვითარებაში ჩართულობის და სტუდენტებისგან მონაცემთა შეგროვების სახეებს, ასევე სამომავლო განვითარების გეგმებს. ტრენინგი ინტერაქციული ხასიათის იყო და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, სტუდენტთა მაღალი ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. მომდევნო ეტაპზე სტუდენტები ადმინისტრაციასთან ერთად საორგანიზაციო ვორქშოფში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ. 

თარიღი: 24/11/2021