საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ჯორჯ დეფულასის ტრენინგი ონლაინ განათლების ასპექტების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სისტემატურად გეგმავს და ახორციელებს პერსონალის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, სემინარებს და ვორკშოპებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

 

ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ონლაინ ვორკშოპს პერსონალისთვის ონლაინ სწავლების პედაგოგიკის, შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ. შეხვედრებს უძღვება მიდლექსის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯორჯ დეფულასი (ლონდონი). ტრენინგის დროს მოხდა შემდეგი საკითხების განხილვა: ონლაინ სწავლების ინტერაქტიულად ჩატარების სტრატეგიები, პრაქტიკული მაგალითები, ონლაინ სწავლის დროს ეფექტური უკუკავშირის მიწოდების სტრატეგიები, შეფასების კომპონენტების შერჩევა, სტუდენტების მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის გათვალისწინება შეფასებისას, ონლაინ სწავლების ეტიკეტის დაცვის საკითხები. ტრენინგების დროს პერსონალი გაეცნო სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს და დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გაამარტივებს სწავლებისა და შეფასების პროცესს და ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

ამ დროისთვის სამი შეხვედრა ჩატარდა, სასწავლო ციკლი 23 ოქტომბერს დასრულდება.

თარიღი: 22/10/2020