საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვებინარი "უნივერსიტეტების მესამე მისია კორონავისუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში"

13 ივლისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა ვებინარი თემაზე: „უნივერსიტეტების მესამე მისია კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“. ვებინარის მომხსენებლებმა ისაუბრეს უნივერსიტეტების როლზე ქვეყნისა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში. ვებინარის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:

 

  • როგორ განიმარტება უნივერსიტეტების მესამე მისია?
  • როგორ უპასუხეს უნივერსიტეტებმა პანდემიას?
  • რა შეიძლება რომ გააკეთონ უნივერსიტეტებმა როდესაც ქვეყანაში/მსოფლიოში კრიზისია?
  • როგორ შეიძლება უნივერსიტეტებმა აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება ვირუსთან დაკავშირებით?
  • როგორ შეიძლება უნივერსიტეტებმა ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების შეჩერებას?
  • იყო თუ არა პანდემია მამოძრავებელი ძალა, რომელმაც უბიძგა უნივერსიტეტებს ჩართულიყვნენ მესამე მისიის აქტივობებში?
  • უნდა ველოდოთ თუ არა უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერებას პანდემიის შემდგომ? 

 

მომხსენებლები:

 

  • დოქტორი გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • დოქტორი კრისტოფ ტერასი - საერთაშორისო პროექტების დირექტორი,მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD)
  • ფიონა ქროზიერი - დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, გაერთიანებული სამეფოს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო
  • პროფესორი ჟან-შარლქალიე -  ინოვაციების ვიცე პრეზიდენტი, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი

 

მოდერატორი: მაია გელაშვილი - კოორდინტორი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

თარიღი: 14/07/2020