საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ პიჟანოვსკის ვორქშოპები განათლების მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისა და პერსონალისთვის

არკანზასის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯონ პიჟანოვსკიმ სამდღიანი ვორქშოპი გამართა განათლების მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პერსონალისთვის თემებზე „კვლევის ეთიკის საკითხები განათლების მეცნიერებებში“ და „მონაცემთა ანალიზი განათლების კვლევაში“. შეხვედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვორქშოპების ფარგლებში, პროფესორმა ჯონმა მიმოიხილა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, ერთობლივი კვლევა, მონაცემთა მოპოვებასა და გაზიარებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები, მკვლევარის პასუხისმგებლობა, მონაცემთა ანალიზის დროს მიკერძოებულობის თავიდან აცილება, მონაცემთა დამუშავებისას ხშირად დაშვებული შეცდომები და სხვ.

თარიღი: 10/11/2020