საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო სალექციო ციკლი, რომელზე ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და მკვლევრების მიერ განიხილება აკადემიური კეთილსინდისიერების ცალკეული თემები და საკითხები.

სალექციო ციკლი გახსნა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორმა გებჰარდ  როილმა. ლექციის თემა გახლდათ: "Good scientific practice – a perspective from Germany"/კარგი სამეცნიერო პრაქტიკა - გერმანიის პერპექტივით. სალექციო კურსი გათვალისწინებულია სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის.

თარიღი: 24/12/2019