საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

VISEGRAD+ შეხვედრა ქალაქ ბრნოში

2022 წლის 4-7 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ბრნოში, ჩეხეთში VISEGRAD+ საგრანტო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის (V4-ის კომპეტენციისა და გამოცდილების გაზიარება ცოდნისა და ტექნოლოგიების გადასაცემად) სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის.

ვიზიტის ფარგლებშჳ მონაწილეები ესტუმრნენ მასარიკის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრს, სამხრეთ მორავიის ინოვაციების ცენტრსა და ჰქონდათ შეხვედრები ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან.

პროექტის მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური/კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტს „მესამე მისიის აქტივობების შესაბამისობისა და ხარისხის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“, რომლის მიზნები და აქტივობები საინტერესოა ზემოაღნიშნული პროექტის მიმდინარეობისთვის. ირმა გრძელიძემ, როგორც პროექტ SQUARE-ის კოორდინატორმა, ვიზიტის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია პროექტის შედეგების შესახებ.

თარიღი: 02/05/2022