საგანმანათლებლო პროგრამა : „ მოგზაურობა წიგნის სამყაროში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის გახსნის დღიდან არსებობს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 108 წლიანი ისტორიის განმავლობაში ბიბლიოთეკა ივსებოდა და მდიდრდებოდა სხვადასხვა სახის სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურით. დღეისთვის ფონდის შემადგენლობაში არის ოთხ მილიონზე მეტი დასახელების საბიბლიოთეკო ერთეული. თსუ ბიბლიოთეკა თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამას: „მოგზაურობა წიგნის სამყაროში.“
პროგრამის აღწერა:
- აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს:
- მოსწავლეებს გავაცნობთ, ზოგადად, წიგნის შექმნის ისტორიას.
- ვუამბობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიბლიოთეკის დაარსების საინტერესო ისტორიებს.
- რესტავრაციის და ლაბორატორიის თანამშრომელთა ჩართულობით, გადავლენ პრაქტიკულ ნაწილზე.
- ისწავლიან წიგნის მოვლისა და დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენის მარტივ წესს.
- ადგილზე აკინძავენ წიგნს, რომელიც დარჩება სიმბოლურ საჩუქრად.
- საცავის მცველთან ერთად დაათვალიერებენ თსუ ბიბლიოთეკის საცავს და ადგილზე გაეცნობიან სივრცეს, რომელშიც საბიბლიოთეკო ერთეულები ინახება.
პროგრამის მიზანი:
- ერთი მხრივ, მოსწავლეებს მივცეთ საშუალება დაათვალიერონ და ახლოდან გაიცნონ წიგნის სამყარო, მისი შექმნის ისტორია. არაფორმალურ გარემოში მიღებული თეორიული ცოდნა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარები აამაღლებს მათ ცნობიერებას და გაზრდის მოტივაციას.
- მეორე მხრივ, აღნიშნული პროგრამა, როგორც დამატებითი აქტივობა, დაეხმარება მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
თსუ ბიბლიოთეკაში სტუმრობის დეტალები:
- საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლის საბაზო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წთ.
საკონტაქტო პირი: თსუ ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილება
ნანა თოდუა
ტელ: 577100012
Email : nana.todua@tsu.ge
მის: თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა, უნივერსიტეტის ქუჩა 11