საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის პირველი თებერვლის №2290/10, 2024 წლის 2 თებერვლის №2368/10, №2369/10, №2370/10 და 2024 წლის 5 თებერვლის №2521/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 თებერვლის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით №1 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით №6 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი №6);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით №7 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №7);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-8 ქვეპუნქტით №8 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი №8);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით №191 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ (დანართი №191);
ვ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 87 ქვეპუნქტით №293 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №293);
ზ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 88 ქვეპუნქტით №294 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №294);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით №10 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ინფორმაციული სისტემები“ (დანართი №10);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით №11 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ინფორმაციული ტექნოლოგიები“ (დანართი №11);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით №12 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “მათემატიკა“ (დანართი №12);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით №13 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი №13);
მ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით №14 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი №14);
ნ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით №15 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი №15);
ო) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით №16 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ქიმია“ (დანართი №16);
პ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით №17 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ქიმიური ექსპერტიზა“ (დანართი №17);
ჟ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით №18 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ბიოლოგია“ (დანართი №18);
რ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით №19 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი №19);
ს) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით №20 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი №20);
ტ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით №21 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გეოლოგია“ (დანართი №21);
უ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 22-ე ქვეპუნქტით №22 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ბიოფიზიკა (ინტერდისციპლინური)“ (დანართი №22);
ფ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 23-ე ქვეპუნქტით №23 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი №23);
ქ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტით №193 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი №193);
ღ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 234 ქვეპუნქტით №275 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ (დანართი №275);
ყ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 29-ე ქვეპუნქტით №29 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „გეოგრაფია“ (დანართი №29);
შ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით №30 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „გეოლოგია“ (დანართი №30);

ჩ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით №64 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №64);
ც) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6613 ქვეპუნქტით №305 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი №305);
ძ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6614 ქვეპუნქტით №310 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №310);

წ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით №87 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №87);
ჭ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 89-ე ქვეპუნქტით №89 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №89);
ხ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 911 ქვეპუნქტით №207 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მიგრაციის მართვა“ (დანართი №207);   

ჯ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 119-ე ქვეპუნქტით №119 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქართული ფილოლოგია“ (დანართი №119);
ჰ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 120-ე ქვეპუნქტით №120 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია“ (დანართი №120); 
1) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 122-ე ქვეპუნქტით №122 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „სკანდინავიური ფილოლოგია“ (დანართი №122); 
2) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 125-ე ქვეპუნქტით №125 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „ესპანისტიკა“ (დანართი №125); 
3) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 1352 ქვეპუნქტით №314 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „შორეული აღმოსავლეთი - იაპონისტიკა“ (დანართი №314); 
4) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 1353 ქვეპუნქტით №315 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „შორეული აღმოსავლეთი - სინოლოგია“ (დანართი №315); 
5) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 151-ე ქვეპუნქტით №151 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (დანართი №151); 
6) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით №152 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი №152);
7) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით №153 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართული ლიტერატურა“ (დანართი №153);
8) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 154-ე ქვეპუნქტით №154 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია“ (დანართი №154);
9) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 156-ე ქვეპუნქტით №156 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „რომანული ფილოლოგია“ (დანართი №156);
10) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით №160 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია  და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“  (დანართი №160);
11) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 161-ე ქვეპუნქტით №161 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (დანართი №161);  
12) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 170-ე ქვეპუნქტით №170 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები“ (დანართი №170);  
13) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 1781 ქვეპუნქტით №259 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სკანდინავისტიკა“ (დანართი №259);  
14) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 182-ე ქვეპუნქტით №182 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფილოსოფია“ (დანართი №182).

15) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით №225 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (დანართი №225);
16) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 1931  ქვეპუნქტით №292 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი №292);
17) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით №229 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი №229);
18) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით №230 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია“ (დანართი №230);
19) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით №237 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი №237);
20) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით №239 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“ (დანართი №239);
21) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 218-ე ქვეპუნქტით №270 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი“ (დანართი №270);
22) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით №288 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“  (დანართი №288).
23) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 221-ე ქვეპუნქტით №299 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამა“  (დანართი № 299).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე