საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 30 მაისის №118/01-01 ბრძანების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2023 წლის 22 დეკემბრის №39271/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის №18 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის №56/2023 დადგენილების მე-4 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის (ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრა, ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმიის კათედრა) ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მამუკა მაისურაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიორგი ბეზარაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დენიტა ბიბილეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მზია ციცაგი - თსუ-ს ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე;
ე) გიორგი ჯიბუტი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მარინე რუხაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ ფაჩულია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინა ქარჩხაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) გიორგი ფალავანდიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
ე) ქრისტინა გიორგაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე