საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და „წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №37453/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის № 17 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობის პროცესი დაიგეგმოს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადების დასრულებამდე, იმ პირობით რომ მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა განსხვავებულ ვადებში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე დაასრულონ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შეთავაზებული და არჩეული სასწავლო კურსები (ძირითადი გამოცდების ჩათვლით); 
2. დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული შიდა მობილობის პროცესი წარიმართოს უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების შესაბამისად, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის გარეშე, მატერიალური ფორმით;
3. ხსენებული შიდა მობილობის მიზნებისთვის სტუდენტს პირველი სემესტრი ჩაეთვალოს დასრულებულად, თუ ის მობილობის გამოცხადებისას რეგისტრირებულია პირველ სემესტრში და სარგებლობს სტუდენტის აქტიური სტატუსით;
4.   სტუდენტი შიდა მობილობისთვის დადგენილი პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ ჩაითვალოს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის პირობით უფლებამოპოვებულად, მანამ სანამ იგი არ დაასრულებს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს. მობილობის პროცესი წარმატებით დასრულებულად ითვლება მხოლოდ ხსენებული პირობის დაკმაყოფილების შემდგომ.
5.   ფაკულტეტმა უზრუნველყოს შიდა მობილობით გადასვლის უფლებამოპოვებული სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირება და შეთავაზება იმდაგვარად, რომ სტუდენტმა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულება შეძლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებზე სარეგისტრაციო/სასწავლო პროცესის დაწყებამდე.
6.  მობილობის ორგანიზებისთვის საჭირო სხვა პირობები განისაზღვროს რექტორის სამართლებრივი აქტით.


7. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
8. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
9. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე