საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) 2019 წლის 26 დეკემბრის №6 სხდომის ოქმისა და  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის №16 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით, დაიწყოს პრეტენდენტთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კონკურსის  გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ  განცხადების ტექსტი (დანართი №1). 


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით 2023 წლის 8 დეკემბრამდე დამტკიცდეს შესაბამისი კომისია.
4. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განცხადების ტექსტი გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდსა და გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი“.           
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე