საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 13 ივნისის №15934/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის №11 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №184/2018 დადგენილების 1.16 პუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე