საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/4/1691 განმწესრიგებელი სხდომის განჩინების, თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №12516/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 15 მაისის №8 სხდომის ოქმის  საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებაში: 


ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;


 ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესი და პირობები (დანართი №1).“; 


გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესი და პირობები“;


დ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლი ამოღებულ იქნეს. 


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). 
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე