საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №10634/10; №10635/10 და 2023 წლის 25 აპრილის №10823/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის პირველი მაისის №7 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“126. რუსული ფილოლოგია (დანართი 126);”.


2. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 111-ე ქვეპუნქტით №111 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ხელოვნებათმცოდნეობა“ (დანართი №111);  
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 131-ე ქვეპუნქტით №131 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სახვითი ხელოვნება“ (დანართი №131);   
გ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 171-ე ქვეპუნქტით №171 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (დანართი №171);
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 172-ე ქვეპუნქტით №172 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახვითი ხელოვნება“ (დანართი №172);
ე) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 183-ე ქვეპუნქტით №183 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ხელოვნებათმცოდნეობა“ (დანართი №183).   


3. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი№77);
ბ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით №80 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი№80);
გ)  III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე  ქვეპუნქტით №82 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)” (დანართი №82);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 834 ქვეპუნქტით №306 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)“ (დანართი №306).


4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე