საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 431 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების  დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №117/2018 დადგენილების, თსუ-ს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აპარატის 2023 წლის 29 მარტის №8393/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


ა) სიმონ გელაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) ანასტასია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი;
გ) რუსუდან სანაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ნატო ფიცხელაური - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ლია მაჭავარიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი;
ვ) ნანული დორეული - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი;
ზ) მორის შალიკაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თ) ზვიად აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) მედეა ბადაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
კ) დარეჯან თვალთვაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ლ) ელენე მეძმარიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
მ) ქეთევან ხუციშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ნ) ელიზბარ ნადარაია - თსუ-ს ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ო) როინ ჭედია - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
პ) გიორგი ლომინაძე - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ჟ) ლიანა გოგიაშვილი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
რ) გიორგი ბერულავა - თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ს) თამარ ებრალიძე  - თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ტ) დიმიტრი პატარიძე - თსუ-ს კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
უ) თამარ ჯობავა - თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ფ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - თსუ-ს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი საქართველოს ისტორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში  (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე