საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 30 ნოემბრის №31539/30 და 2022 წლის პირველი დეკემბრის №31686/30 წერილების,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 12 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 30 ნოემბრის №355/01-01 ბრძანებით საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა. 


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე