საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის 2022 წლის 2 ნოემბრის №28788/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 ნოემბრის №20 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის №136/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ა.გ) პეტროლოგიის, მინერალოგიის,  გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება;
ა.დ) ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილება.“.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე