საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 6  ოქტომბრის №25566/10 და 2022 წლის 7 ოქტომბრის №25782/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 10 ოქტომბრის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 107-ე ქვეპუნქტით №107 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ისტორია“ (დანართი №107);   
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 108-ე ქვეპუნქტით №108 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი №108);   
გ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 119-ე ქვეპუნქტით №119 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქართული ფილოლოგია“ (დანართი №119);   
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 143-ე ქვეპუნქტით №143 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საქართველოს ისტორია“ (დანართი №143);   
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით №144 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი №144);   
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 146-ე ქვეპუნქტით №146 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ძველი ენები და ცივილიზაციები“ (დანართი №146);   
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 149-ე ქვეპუნქტით №149 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი №149);   
თ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 151-ე ქვეპუნქტით №151 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (დანართი №151);   
ი) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით №152 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი №152);   
კ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით №153 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართული ლიტერატურა“ (დანართი №153);   
ლ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით №160 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია  და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“  (დანართი№160);
მ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 161-ე ქვეპუნქტით №161 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (დანართი №161);   
ნ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 179-ე ქვეპუნქტით №179 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ისტორია“ (დანართი №179);
ო) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 181-ე ქვეპუნქტით №181 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფილოლოგია“ (დანართი №181).


2. შევიდეს ცვლილება აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „ე“ პუნქტის 148-ე ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“148. შუა საუკუნეების ისტორია (დანართი 148);”.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 

ნინო მინდაძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე