საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 20 სექტემბრის №23297/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის  N69/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში:


ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“2. დოქტორანტურის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე აკადემიური სფეროსა და დასაქმების ბაზრისათვის მაღალი  კვალიფიკაციის სამეცნიერო ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადება, აკადემიური  და კვლევითი რესურსების  დაახლოება,  ქვეყანაში  სამეცნიერო და ინოვაციური მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო აკადემიურ  და სამეცნიერო სივრცეში  ჩართვა,  ცოდნაზე დაფუძნებული  საზოგადოების ჩამოყალიბების  მიზნით  ახალი  ცოდნის  შექმნისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, განხორციელებული კვლევითი პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ფაკულტეტის მისიასა და    სტრატეგიული განვითარების გეგმასთან.”;


ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას, მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა.“;


გ) მე-5 მუხლის  მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტურაში მიღების წინაპირობები განისაზღვრება ფაკულტეტზე მოქმედი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად.
8. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ხორციელდება კომისიური წესით. 
9. სადოქტორო პროგრამაზე მისაღები კომისია მტკიცდება დეკანის ბრძანებით. კომისიის შემადგელობაში შედიან პროგრამის ხელმძღვანელები და ფაკულტეტის იმ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არანაკლებ ორი წარმომადგენელი, რა მიმართულებითაცაა წარმოდგენილი კვლევითი თეზისი/პროექტი.
10. დოქტორანტობის კანდიდატი დოქტორანტურაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად:
ა) წარმოადგენს კვლევის თეზისს/პროექტს დადგენილი წესის და შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით; კვლევითი თეზისის/პროექტის შეფასება კომისიის მიერ ხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, რომლებიც ცნობილია კანდიდატებისათვის;
ბ) გადის გასაუბრებას ან/და აბარებს მისაღებ გამოცდას (ზეპირი ან/და წერითი ფორმით) სპეციალობაში, შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობის გათვალისწინებით; გასაუბრებისა და გამოცდის შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით პროგრამაზე დაშვების მსურველ პირთა ობიექტური და გამჭვირვალე შეფასებისთვის;
გ)   აბარებს   უცხო   ენის   გამოცდას   ან/და   ადასტურებს   უცხო   ენის   ცოდნას   შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.“;


დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. სამეცნიერო ხელმძღვანელმა შეიძლება უხელმძღვანელოს აქტიური სტატუსის მქონე არაუმეტეს 5 დოქტორანტს.“;


ე) მე-7 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:


„41. სამეცნიერო ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დოქტორანტის მიერ დასაცავად წარდგენილი ნაშრომის აკადემიური კეთილსინდისიერებით შესრულებასა და კვლევის ეთიკური პრინციპებით განხორციელებაზე.“;


ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 8. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები
1.    დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები ხელს უწყობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას მომავალი პედაგოგიური, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობისათვის.
2.    სასწავლო კომპონენტი (არ უნდა აღემატებოდეს 60 კრედიტს) ხელს უწყობს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სათანადო ხარისხით განხორციელებას ტრანსფერული უნარების განვითარების გზით ან/და სფეროს აქტუალურ საკითხებზე/ტენდენციებზე დოქტორანტის მიერ ცოდნის გაღრმავებით. ასევე, იძლევა მეთოდოლოგიურ მითითებებს კვლევითი კომპონენტის სათანადო დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
3.    დოქტორანტის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები აისახება ინდივიდუალურ კვლევით და სასწავლო გეგმაში. დოქტორანტი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს სასწავლო კომპონენტის და კვლევის განხორციელების სავარაუდო განრიგს/გრაფიკს და წარუდგენს დარგობრივ კომისიას დასამტკიცებლად. 
4.    სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის საფაკულტეტო სქემა მოიცავს:
ა) დოქტორანტის მიერ ხელმძღვანელთან შეთანხმებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის წარდგენას ფაკულტეტის კვლევის ეთიკის საბჭოზე. კვლევის განხორციელებისთვის დოქტორანტს უნდა ჰქონდეს კვლევის ეთიკის საბჭოს  დასკვნა.
ბ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებს; კერძოდ, ორი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის:
    ზეპირ პრეზენტაციასა და განხილვას. განხილვაში მონაწილეობს პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული/ან შესაბამისი ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.
    წერილობითი ფორმით წარდგენას. დოქტორანტი შესაბამისი პროექტების ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს, სამეცნიერო ხელ¬მ¬ძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე,  წარუდგენს დარგობრივ კომისიას. 
პროექტი#1: საკვლევი პრობლემის დასმა, მისი ასახვა სამეცნიერო ლიტერატურაში;  სადისერტაციო ნაშრომის მეთოდოლოგია და ზოგადი სტრუქტურა; ნაშრომის მოცულობა  მინიმუმ 20 გვერდი.
პროექტი#2: კვლევის ანალიზი და შედეგები; ნაშრომის მოცულობა  მინიმუმ 20 გვერდი.
გ) სამეცნიერო კვლევითი პროექტი 1 და 2 მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას მოიცავს და წარმოადგენს დისერტაციის დაცვის წინაპირობას.
დ) დისერტაციის წარდგენა საფაკულტეტო წინასწარ მოსმენაზე. დისერტაციის პრეზენტაცია იმართება საფაკულტეტო სემინარების ციკლში „კოლოკვიუმების სერია“.
ე) დასრულებული დისერტაცია; დოქტორანტი დასრულებულ დისერტაციას წარუდგენს ფაკულტეტის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიას.
ვ) სამეცნიერო პუბლიკაციები; დოქტორანტი წარუდგენს ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას ფაკულტეტის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიას. 
5.    სასწავლო კომპონენტი (არ უნდა აღემატებოდეს 60 კრედიტს) და ხელს უწყობს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სათანადო ხარისხით განხორციელებას ტრანსფერული უნარების განვითარების გზით ან/და სფეროს აქტუალურ საკითხებზე/ტენდენციებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე დოქტორანტის მიერ ცოდნის გაღრმავებით. სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ სავალდებულო აქტივობებს: დარგობრივი სემინარი, პროფესორის ასისტენტობა, კვლევის მეთოდოლოგია.
6.     სხვა სასწავლო აქტივობები (სასწავლო კურსები/მოდულები პრაქტიკა და სხვ.) განისაზღვრება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით.
7.    თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტი/მასწავლებელი ან მოწვეული პერსონალი, უძღვება სალექციო/პრაქტიკულ/სემინარულ/ლაბორატორიულ მეცადინეობებს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში ამ სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაო შესრულდა ანაზღაურების გარეშე.
8.    შესრულებული სასწავლო და კვლევითი კომპონენტები  წარმოადგენს   დისერტაციის დასაცავად წარდგენის წინაპირობას.“;


ზ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. დისერტაცია   უნდა   ასახავდეს   კვლევის   დასაბუთებულ   შედეგებს   და   ქმნიდეს   ახალ ცოდნას. 
3. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენაზე.“;


თ) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. სადისერტაციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციის შესაბამისად.“;


ი) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ა) განაცხადი, რომ სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის შედეგია და არ შეიცავს პლაგიატს/გაყალბებულ მონაცემებს;“; 


კ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:


“ა1) ფაკულტეტის კვლევის ეთიკის საბჭოს დასკვნა;“;


ლ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში; 
გ) ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნებით შესრულებული დისერტაციის კვლევის შედეგები - დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია  - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშვების თაობაზე; 
ე) ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის  წაყენებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
ვ) დარგობრივი კომისიის მიერ გაცემული ცნობა სამეცნიერო და სასწავლო კომპონენტის (დაგროვილი კრედიტების) შესრულებისა და სემესტრების სრულად გავლის თაობაზე;“;


მ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:


„ე1) ფაკულტეტის  სამეცნიერო  სამსახურის  მიერ  გაცემული  ცნობა  დისერტაციის საფაკულტეტო ციკლში - „კოლოკვიუმების სერია“ - პრეზენტაციის შესახებ;“;


ნ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.  დარგობრივი კომისია სადისერტაციო  ნაშრომის  რეცენზირების  მიზნით   გამოყოფს არანაკლებ ორ რეცენზენტს, რომლებსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. შემფასებელთაგან ერთი უნდა იყოს ინსტიტუციის გარედან მოწვეული სპეციალისტი. ერთ-ერთი  რეცენზენტის უარყოფითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში ინიშნება ახალი რეცენზენტი.“;


ო) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. რეცენზენტი დასკვნას (რეცენზიას) წარადგენს რეცენზიის დადგენილი ფორმის შესაბამისად.“;


პ) მე-13  მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:


„21. დისერტაციას აფასებს დაცვის კომისია, რომელიც შექმნილია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით.“;


ჟ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. იმ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ უნივერსიტეტის და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  დოქტორის  აკადემიური  ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი (მაგ., კოტუტელის ფარგლებში), რომელსაც შეიმუშავებენ მხარეები და ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.“; 


რ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. სადისერტაციო ნაშრომი ფასდება მთლიანობაში, ერთიანად - დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს დარგობრივი კომისიის მიერ განსაზღვრული პირების შეფასებებსა და დაცვაზე მიღებულ შეფასებას. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად.“;


ს) მე-14 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:


„მუხლი 141. სადოქტორო ნაშრომის შეფასების შედეგების გასაჩივრება 
1. თუ დოქტორანტი არ ეთანხმება დაცვის კომისიის შეფასებას, იგი შესაბამისი წერილით მიმართავს ფაკულტეტის დოქტორანტურის დარგობრივი კომისიის თავმჯდომარეს.
2. ფაკულტეტის დოქტორანტურის დარგობრივი კომისია თავისი გადაწყვეტილებით ერთჯერადად ქმნის სააპელაციო კომისიას 3 პროფესორის შემადგენლობით, საიდანაც ერთი პროფესორი მოწვეულია სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან.
3. დისერტაციის შეფასების გასაჩივრების თაობაზე დაცვის კომისიის თავმჯდომარე სააპელაციო კომისიას წარუდგენს განმარტებით ბარათს, რომელშიც ასაბუთებს კომისიის გადაწყვეტილებას. 
4. სააპელაციო კომისია: 
ა) ამოწმებს დაცვის  პროცედურის და ხმის მიცემის პროცედურის გამართულობას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში შეისწავლის დაცვის მიმდინარეობის აუდიოჩანაწერს და აკეთებს შინაარსობრივ ანალიზს;
გ) კომისიის მუშაობის შედეგად (ან აუდიოჩანაწერის ანალიზის საფუძველზე) გამოტანილი დასკვნის საფუძველზე დისერტაციის შეფასების შედეგი შეიძლება არ შეიცვალოს. ხოლო თუ კომისია მიიჩნევს, რომ შეფასების შეცვლა შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს დაცვა კომისიის ახალი შემადგენლობის წინაშე.“.  


ტ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. დარგობრივი კომისია ვალდებულია, დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ ერთი თვის ვადაში გადასცეს დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის გამომცემლობას, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ამავე ვადაში დისერტაციის თითო ბეჭდური ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს.“.


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე