საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ღ“  ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 მარტის №6967/10  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის  11 აპრილის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს, რომლის სტრუქტურა ითვალისწინებს: ცენტრის უფროსს, აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებას.“;


ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ცენტრის უფროსის მიერ თავის უფლება-მოვალეობათა შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით - 2 დღეზე მეტით არყოფნა) მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი.“;


გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„3. განყოფილების უფროსსა და ცენტრის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ცენტრის უფროსის წარდგინებით.“;


დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით ცენტრისათვის განსაზღვრული თანამდებობებია – ცენტრის უფროსი, განყოფილების უფროსი, ცენტრის მთავარი სპეციალისტი (მე-2 კატეგორიის), ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. ცენტრის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცენტრის უფროსის წარდგინებით, შესაძლებელია მოწვეული თანამშრომლების ხელშეკრულებით მიღება.“;


ე) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე