საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის 2021 წლის 16 მარტის №4476/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 მარტის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ”  აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის №135/2015 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:


“5. ცენტრისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობებია: ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) და უფროსი სპეციალისტი.
6. საჭიროებიდან გამომდინარე ცენტრის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ (შტატგარეშე) თანამშრომლებს წარმოადგენენ: მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) და სპეციალისტი (ტექნიკოსი).
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების ფუნქციები, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და შინაარსი განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობებითა და შრომითი ხელშეკრულებებით.“.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე