საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის 2021 წლის 3 თებერვლის №1046/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 5 მარტის №5 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის №137/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია: 


ა) ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება; 
ბ) მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების განყოფილება; 
გ) სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება;
დ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა განყოფილება.“.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების მიზნებისათვის, ხოლო სრულად ამოქმედდეს კონკურსის შედეგების ძალაში შესვლისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე