საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
02.02.2009, №176 და 18.06. 2009, №232 დადგენილებებით

 
 
1. თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს A, B და C კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) კატეგორია A. აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 8 საათიან სააუდიტორიო და 8 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას და ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 10 საათიან სააუდიტორიო და 10 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 3000 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 2500 ლარის ოდენობით.
ბ) კატეგორია B. აერთიანებს იმ აკადემიური პერსონალს, რომელთაც აკადემიური თანამდებობეზე არჩევისას შეუსრულდათ 62 წელი, აგრეთვე იმ აკადემიურ პერსონალს, რომლებიც აკმაყოფილებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #122 08.09.2008 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის დატვირთვის მინიმალურ სტანდარტებს. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 720 ლარის ოდენობით.
გ) ძალადაკარგულია (02.02.2009, №176)
11. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. (18.06. 2009, №232)
2. აკადემიური საბჭოს სამდივნომ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად წარდგენა.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა.


 
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი