საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №24921/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, ქართულ მედიაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა და საქართველოს შესახებ მედიასივრცეში  ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში შეტანილი წვლილისათვის „რადიო თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტს – ფილოსოფიის დოქტორს ბატონ ჯეფრი გედმინს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი