საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის  და იურიდიული დეპარტამენტის 10.04.2014,  №12046/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (შემდგომში – ,,მედალი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულ საპატიო ჯილდოს.


2. მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს:


ა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
ბ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


3. მედლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს ან უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.


4. მედლის მინიჭების შესახებ წარდგინება და გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ  ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც.


5.  მედლის მინიჭებაზე პირის წარდგენა ხდება ამ პირის სიცოცხლეში.


6. მედალი, წინამდებარე დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის გარეშე, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატს.
7. მედალი არ შეიძლება მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე (რექტორი, კანცლერი, დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) მყოფ პირებს, ასევე აკადემიური საბჭოს წევრებს და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს და წევრებს, მათ მიერ ხსენებულ უფლებამოსილებათა შესრულების პერიოდში.


8. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 20 ივნისის N47/2012 დადგენილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“.
9. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი