საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
2020 წლის 30 აპრილის №33/2020 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  04.03.2014, №7512/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1); (30.04.2020, №33/2020)

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი