საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 3 ივლისის №123/01-01, №124/01-01 და №125/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №59/2020 დადგენილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 09.09.2020, №16173/28; 09.09.2020, №16169/28; 09.09.2020, №15925/28; 09.09.2020, №15930/28; 08.09.2020, №15371/28; 07.09.2020, №14752/28; 25.08.2020, №12371/10-02; 25.08.2020, №12372/10-02; 09.09.2020, №15927/28; 09.09.2020, №15931/28; 07.09.2020, №14761/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:

 

ა.ა) ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა:

 

ა.ა.ა) მანანა ხაჩიძე - პროფესორი;
ა.ა.ბ) ზურაბ მოდებაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ა.ბ) პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა:

 

ლიანა ლორთქიფანიძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ა.გ) გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა:

 

გელა ბესიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ა.დ) თეორიული ინფორმატიკის კათედრა:

 

გურამ კაშმაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ბ) გეოგრაფიის დეპარტამენტი:

 

ბ.ა) ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა:

 

ბ.ა.ა) ლამზირა ლაღიძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ა.ბ) თამარ ალექსიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ბ.ა.გ) ეთერ დავითაია - ასისტენტ-პროფესორი;

 

ბ.ბ) ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგიის კათედრა:

 

გიორგი ბრეგვაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ბ.გ) გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრა:

 

ბ.გ.ა) თენგიზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.გ.ბ) ცეცილია დონაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

გ) ბიოლოგიის დეპარტამენტი:

 

გ.ა) მორფოლოგიის კათედრა:

 

ირინა მოდებაძე - ასოცირებული პროფესორი;

 

გ.ბ) ბიომრავალფეროვნების კათედრა:

 

მარინე ბოკერია - ასისტენტ-პროფესორი;

 

გ.გ) ბიოქიმიის კათედრა:

 

გ.გ.ა) ქეთევან მენაბდე - ასისტენტ-პროფესორი; 
გ.გ.ბ) გიორგი ბურჯანაძე - ასისტენტ-პროფესორი; 

 

გ.დ) გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულება:

 

 ნინო არჩვაძე -  ასისტენტ-პროფესორი; 

 

დ) გეოლოგიის დეპარტამენტი:

 

დ.ა) რეგიონული გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა:

 

დ.ა.ა) ზურაბ ლებანიძე - ასოცირებული პროფესორი;
დ.ა.ბ) კახა ქოიავა - ასისტენტ-პროფესორი; 

 

დ.ბ) მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრა:

 

მარიამ ახალკაციშვილი - ასისტენტ-პროფესორი; 

 

ე) ფიზიკის დეპარტამენტი:

 

ე.ა) არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა:

 

ე.ა.ა) სიმონ ჩხაიძე - ასოცირებული პროფესორი;
ე.ა.ბ) ზაზა ტოკლიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ე.ბ) ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრა:

 

მალხაზ გოჩიტაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ე.გ) ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრა:

 

თეიმურაზ ნადარეიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ვ) ფიზიკის  და ბიოლოგიის დეპარტამენტების ბიოფიზიკის კათედრა (ინტერდისციპლინური):

 

ზურაბ ქუჩუკაშვილი - ასოცირებული პროფესორი;

 

ზ) მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტების რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრა (ინტერდისციპლინური): 

 

თინათინ დავითაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე