საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 27 დეკემბრის №244/2018 და

2024 წლის 18 მარტის №40/2024  დადგენილებებით



საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 2018 წლის 30 აპრილის №8538/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება“ (დანართი №1). (27.12.2018, №244/2018) (18.03.2024, №40/2024)


11. დამტკიცდეს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმის ფორმა (დანართი № 2). (27.12.2018, №244/2018)


2. დაევალოს  უნივერსიტეტის  ფაკულტეტებს ფაკულტეტების დებულებების,  ასევე დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებების, წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართთან შესაბამისობაში მოყვანის პროცედურების  განხორციელების   მიზნით   შესაბამისი   სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოდგენა არაუგვიანეს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში.
3. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო     საბჭოს დებულება“  ამოქმედდეს    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება“-ში  შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე