საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ა,“  "ზ” და  „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ხელმძღვანელის მარია ლუიზა ნორტონ პინტუს 2023 წლის პირველი მარტის  N3784/10-02 წერილის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პორტუგალიური ენისა  და  კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევად.
2. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:

ა)მენეჯერული და ადმინისტრაციული უნარები.
ბ) ქართული და ინგლისური ენების  (ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დონე - C1) სრულყოფილი ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) სულყოფილად ცოდნა.
დ) დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

3. კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტებს  მოეთხოვებათ  შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ და ინგლისურ  ენაზე (EuroPass ფორმატში);
ბ) ჰუმანიტარულ   მეცნიერებებში  ბაკალავრის  ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის  ასლი (ევროპულ უნივერსიტეტში მიღებული  განათლება ჩაითვლება პრიორიტეტულად);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ე) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო წერილი;
ვ) მუშაობის გამოცდილების (არანაკლებ სამი თვე)    დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების  შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე,  საკონკურსო კომისიის მიერ;
5. იდენტიფიცირებული კანდიდატები წინასწარი  შეტყობინების  საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან  გაივლიან ზეპირ  გასაუბრებას  (კონკრეტული  თარიღი და დრო ეცნობებათ  წინასწარ)   და გასაუბრების  შედეგები  აპლიკანტებს  ეცნობებათ პირადად;
6.   შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თვეში 800 ლარით  (საშემოსავლო და  საპენსიო   ანარიცხების   ჩათვლით),  სხვა   პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
7.   სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის  ასისტენტის   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა და კომისიის  მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
8.   საბუთების მიღება  იწარმოებს  2023  წლის  13  მარტიდან  2023  წლის    20  მარტის ჩათვლით  18:00  საათამდე  მისამართზე:   vacancy@tsu.ge  სათაურის   ველში  უნდა მიეთითოს „პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტი“.
9.   ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე   -  www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში;
10. ბრძანების  უნივერსიტეტის     ოფიციალურ  ვებ-გვერდზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა   აუდიტის   სამსახური,    საინფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 49/02-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-3 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა   და   მეცნიერების    მინისტრის   2013   წლის   11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა  და  კონკურსის  ჩატარების  ერთიანი  წესის  შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 თებერვალის №4/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  სალომე დუნდუას 2023 წლის 16 თებერვლის N 3829/30 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 9 მარტს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 10 აპრილიდან 2023 წლის 18 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის პირველი მაისისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება
ასისტენტ  პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5.   ასისტენტ   პროფესორის  თანამდებობაზე    ასარჩევმა  კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული   დადგენილი   ფორმის  მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,   ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)   პირადობის მოწმობის ასლი;
დ)  ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ  დანაშაულთან  ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული  სქესობრივი   თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ      მიმართული       დანაშაულის       ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი    ან/და   პირი,    რომელსაც  იმავე    კანონის    საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა   საგანმანათლებლო  დაწესებულებაში    საქმიანობის უფლება);
ე)  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების  დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის  მიერ  შესაბამისი   აკადემიური  თანამდებობის  დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს  ინფორმაცია იმის  შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.  საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2023 წლის 10 აპრილიდან 2023 წლის   18   აპრილის   ჩათვლით   10.00   სთ-დან   17.00   სთ-მდე,   სოციალურ   და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის  უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,     პერსონალის    მართვის     დეპარტამენტი,     პუბლიცისტიკისა     და ელექტრონული მედია  ცენტრი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 49/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი  განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მესამე ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2010  წლის  4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის  მე-4 პუნქტისა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შეუწყდეთ თსუ-ს  სტუდენტის  სტატუსი  2022-2023  სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრიდან   სხვა  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გადასვლის  გამო ძირითადი     საგანმანათლებლო  ერთეულების შესაბამისად, თანდართული  სიის მიხედვით N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის  საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64).


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 121/01-04        

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის  ვადების  განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.ა“ და
„გ.ბ“ და „1.2“ პუნქტის „ვ.ა“ და „ვ. ბ“ ქვეპუნქტებში:


ა) „1.1.“ პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -11  მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 12 მარტი;“

ბ) 1.2“ პუნქტის „ვ.ა“ და „ვ. ბ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -11  მარტი;
„ვ. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 12  მარტი;“


2.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 48/01-01      

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2023 წლის    28 თებერვლის N5214/10  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.  შევიდეს   ცვლილება   „სატენდერო   კომისიის,   სატენდერო   კომისიის   აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის ურუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა აბრამიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი;
ბ) ანეტა მერკვილიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) დინარა ტიკარაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ)  შოთა  გაბადაძე  –  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების   განყოფილების სპეციალისტი;
ზ) თინათინ ფაჩუაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
თ) დაჩი ფერაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების  სპეციალისტი; ი) თინათინ ქებაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების სპეციალისტი;
კ) ნინო    დუნდუა    -    საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების     განყოფილების სპეციალისტი;
ლ) მარიამ გოგოლიძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების სპეციალისტი;
მ) გიორგი    მხეიძე    -    საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების     განყოფილების სპეციალისტი;
ნ) დავითი   ლაგვილავა   -   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების    განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ო) რეზო   ფხალაძე       -   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების    განყოფილების სპეციალისტი;
პ) თეონა   ჩონიაძე       -   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების    განყოფილების სპეციალისტი;
ჟ) სალომე    ბერიძე    -    საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების     განყოფილების სპეციალისტი.“


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე 
 

სრულად

ბრძანების N: 47/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და მე-11 პუნქტის,  322 მუხლის პირველი,  მე-4 და მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 21 თებერვლის N5/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის       ინსტიტუტის დირექტორის   ირმა რატიანის    2023 წლის 27 თებერვლის N4964/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -– შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის     ინსტიტუტში     უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების  სამსახურში მისაღებად;
2.უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე  7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის   ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ  დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და   გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს  პირი,  რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო -  კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ  დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის  პირველ მარტს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023   წლის   3 აპრილიდან   2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით.   საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი  დასამტკიცებლად     წარედგინოს  თსუ  რექტორს  არაუგვიანეს  2023  წლის  25 აპრილისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების    სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო  ერთეული  (4 წლის ვადით)
ფოლკლორის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი-0.5 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)

ტექსტოლოგიური კვლევების ცენტრი
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო  ერთეული (4 წლის ვადით)
გალაკტიონოლოგიის  სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი-1.0 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
ციფრული ლიტერატუტის  ლაბორატორია
მეცნიერი თანამშრომელი -1.0 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით) მეცნიერი თანამშრომელი -0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) მეცნიერი თანამშრომელი -  0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

6.სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომლები, მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით   (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში ამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"   32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
7. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023   წლის   3 აპრილიდან   2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით 1100-დან 1800 საათამდე   თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში   მისამართი:   თბილისი, მ. კოსტავას ქ.N5, მე-2 სართული, კანცელარია   საკონტაქტო ტ:599183867
8.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.ბრძანება  განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 45/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის–ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2018    წლის    27    დეკმებრის    N245/2018    დადგენილებით    დამტკიცეული ,,დოქტორანტრის მინიმალური სტანდარტის’’ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 22 თებერვლის N4599/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 24 თებერვლის N4883/32,   ფსიქოლოგიისა   და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 24 თებერვლის N4894/26, იურიდიული     ფაკულტეტის    დეკანის 2023 წლის 24 თებერვლის N4904/31-02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2022-2023     სასწავლო     წლის     გაზაფხულის     სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად  დოქტორანტობის კანდიდატები:

1.1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი №1);
1.2. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №4);

2. ჩაითვალონ  ჩარიცხულად  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან არაუგვიანეს 1 აპრილის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის აღიარება/დადასტურება) წარმოდგენის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანების N5 დანართის შესაბამისად (დანართი N5);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე
  

სრულად

ბრძანების N: 106/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ რექტორის 2023 წლის 27 იანვრის N17/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე- 11  პუნქტებისა  და  იურიდიული  ფაკულტეტის  დეკანის  2023  წლის  27  თებერვლის N5097/31-05 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2023  წლის  27  იანვრის  N17/01-01  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებულ  N1 დანართში, იურიდიული ფაკულტეტის ნაწილში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:


N    დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება    ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.                სამართალი                                       37


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი        ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 44/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომლის - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-2-ე მუხლის პირველი, მე-2 მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 21 თებერვლის N5/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2023 წლის 21 თებერვლის N4540/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი    მეცნიერი  თანამშრომლის    თანამდებობაზე  10  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-  კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ  6  წლის  გამოცდილება  (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად    მიღებული    სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო    პუბლიკაციებსაც)    და    გამოქვეყნებული    ან    გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო        პუბლიკაცია       მაინც       სამეცნიერო-კვლევითი       პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო    -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ     კრიტერიუმებს     საკონკურსოდ გამოცხადებული     ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
6.   კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 27 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 28 მარტიდან 2023 წლის 4 აპრილის ჩათვლით კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 19 აპრილისა.
7. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება
მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი (ვადიანი)  - 1 საშტატო ერთეული;
8. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:    გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
9. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია
მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული; 
10. სამეცნიერო  თანამდებობაზე  (მთავარი  მეცნიერი  თანამშრომელი,  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი     აკადემიური     ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის    (ასეთის    არსებობის    შემთხვევაში)    აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ    დანაშაულთა      ბრძოლის      შესახებ’’      საქართველოს      კანონით გათვალისწინებული    სქესობრივი     თავისუფლებისა     და     ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
11. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 28 მარტიდან 2023 წლის
4 აპრილის ჩათვლით 11:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
12. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის    უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
13. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის  მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი). 


რექტორი         ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 42/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 23 თებერვლის N4752/28; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 23 თებერვლის  N4816/27; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 23 თებერვლის N4770/30 და 24 თებერვლის N4884/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 23 თებერვლის N4779//29; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 23 თებერვლის N4750/31-05; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2023 წლის 23 თებერვლის N435/32; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 23 თებერვლის N4704/26; წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის (დანართი N4); ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი         ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 97/01-04

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 27 მაისის №158/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 26 იანვრის N1459/30 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2022-2023      სასწავლო      წლისათვის      ერთიანი      ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრაურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე    ვაკანტური    ადგილების    განსაზღვრის    შესახებ’’    უნივერსიტეტის


რექტორის 2022 წლის 27 მაისის №158/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტური ადგილების განმსაზღვრელ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე პუნქტი:


№    საგანმანათლებლო  პროგრამა                   ვაკანტური ადგილების რაოდენობა


4.    ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია 
      (ქართული, რუსულენოვანი კომპონენტებით)                 15
      (ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა)    

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის       გადაცემის       უზრუნველყოფა       დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორი   ჯაბა სამუშია
  

სრულად

ბრძანების N: 43/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის    „ნ“,    „ო“    და    „პ“    ქვეპუნქტების    და    ამავე    მუხლის    მე-2    პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის გიორგი ოქიტაშვილის 2023 წლის 21 თებერვლის  N4500/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეტანილ იქნას ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ    ბრძანებაში   და   ბრძანების   პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტური   პროექტების   დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

,,ა) გიორგი გრიგოლაშვილი -  სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი- საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმღვანელის  მოადგილე - საბჭოს წევრი;
გ) ვალერი  არღუთაშვილი  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი  - საბჭოს წევრი;
დ) გიორგი  ბურჯანაძე  -  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი - საბჭოს წევრი:
ე) ელენე  გელაშვილი    -    სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;’’
ვ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ) გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - საბჭოს მდივანი;
თ) თეა  წითლანაძე  -  ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი -  საბჭოს წევრი.’’
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი    ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი    გიორგი შამათავა

 

სრულად

ბრძანების N: 6/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი   განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის   22-ე  მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მესამე ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  მე-100 მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის–ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“,  „ბ“   „ო“  და   „პ“   ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის  დამტკიცების შესახებ“  №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტის, სსიპ -  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2023 წლის 11 იანვრის  „2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის  ერთი  დაწესებულებიდან  სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული  ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/3 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის  2023  წლის  17  თებერვლის 4076/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  2023 წლის 17 თებერვლის N4135/27; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის №4140/30, ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის  2023 წლის 17 თებერვლის  N4086/29,  იურიდიული ფაკულტეტის   დეკანის  2023  წლის  17  თებერვლის N4132/31-03   მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის N4173/32, ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის   2023  წლის  17 თებერვლის N4031/26 წარდგინებების

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  სსიპ   -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი  სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:


1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი(  დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი   (დანართი №7);

2. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება გამოცემიდან აისახოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 96/01-04    

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მალაგას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სტუდენტთა    საერთაშორისო    გაცვლით    და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო    გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების  და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 4668/10; 22/02/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო     წლის     გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მალაგას უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.

2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 24 თებერვალს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მერაბ   ხოხობაია,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე;
ბ)ეკატერინე    ფირცხალავა,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; 
დ)  ირინა  გველესიანი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას  დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 37/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ რექტორის 2023 წლის 27 იანვრის N17/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 21 თებერვლის N4386/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2023  წლის  27  იანვრის  N17/01-01  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებულ  N1 დანართში, მედიცინის ფაკულტეტის ნაწილში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N    დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება    ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1.          კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა                       6

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი         ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 39/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის N283/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ს 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  ნანა  გაფრინდაშვილის 2023 წლის  21 თებერვლის №4520/27 კორესპონდენციის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის N283/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში  შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:


,,2. მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეიმურაზ პაპასქირი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
გ) ელისაბედ ბჟალავა – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) თეა შურღაია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ე) მირიან    მახარაძე   –   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) თეა პიტიურიშვილი – სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი (კომისიის წევრი);
ზ) ნანი გელოვანი  – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ( კომისიის მდივანი)“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 40/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება ეძლევა მხოლოდ დავალიანების სრულად დაფარვის და სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 1/3-ის გადახდის შემდგომ, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადახდილი უნდა იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე. დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე, სტუდენტის მიერ სრულად უნდა იქნეს სწავლის საფასურის დავალიანება დაფარული. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დასკვნით გამოცდებზე არ დაიშვება“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი        ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 41/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის    „ნ“,    „ო“    და    „პ“    ქვეპუნქტების    და    ამავე    მუხლის    მე-2    პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის გიორგი ოქიტაშვილის 2023 წლის 21 თებერვლის  N4500/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეტანილ იქნას ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ    ბრძანებაში   და   ბრძანების   პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტური   პროექტების   დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


,,ა) გიორგი გრიგოლაშვილი -  სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი- საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმღვანელის  მოადგილე - საბჭოს წევრი;
გ) ვალერი  არღუთაშვილი  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი  - საბჭოს წევრი;
დ) გიორგი  ბურჯანაძე  -  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი - საბჭოს წევრი:
ე) ელენე  გელაშვილი    -    სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;’’
ვ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ) გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - საბჭოს მდივანი;
თ)  თეა  წითლანაძე  -  ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი -  საბჭოს წევრი.’’
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი    გიორგი შამათავა

 

სრულად

ბრძანების N: 6/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების   და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანების,   წარმომადგენლობითი  საბჭოს  სამდივნოს  უფროსის  გიორგი  ოქიტაშვილის 2023 წლის 21 თებერვლის  N4500/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები .,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური    პროექტების    დაფინანსების    წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2020 წლის 31 იანვრის  N24/02-
01 ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესში(შემდგომში - ,,წესი’’)’’ :


ა) წესის მე-2 მუხლის მე - 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

„6. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 7 მარტისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 11 მაისისა, 1 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.“


ბ) წესის  მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,8. საბჭო თითოეულ სტუდენტურ პროექტს დაუყოვნებლივ გადასცემს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების მიზნით. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროექტის ბიუჯეტის და ამ მხრივ პროექტის განხორციელების ვადების რეალურობასა და შესრულების შესაძლებლობის თაობაზე. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი ვალდებულია, წარუდგინოს საბჭოს თითოეულ პროექტზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა ამ მუხლის მე-6 პუნქტით სტუდენტური პროექტების წარმოდგენისათვის განსაზღვრული  ვადის ამოწურვიდან  არაუგვიანეს 8 დღის ვადაში.’’.


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის       ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი          გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 43/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ.  გაიპარაშვილის 2023 წლის 20 თებერვლის N4270/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი)   შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ  მოეთხოვება:

ა)  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევით სფეროში ჰუმანიტარული/პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
დ) იცოდეს   თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, საქართველოს კანონი „ საავტორო და    მომიჯნავე   უფლებების   შესახებ“;   უნივერსიტეტის   წესდება,   უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) პოზიციაზე დასაქმებულ  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) უხელმძღვანელოს და წარმართოს განყოფილების საქმიანობა;
ბ) გაანაწილოს მოვალეობები განყოფილების თამანშრომლებს შორის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, განსაზღვროს მათ ფუნქციები და მისცეს დავალებები;
გ) ხელი მოაწეროს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) მოამზადოს წლის განმავლობაში განყოფილებაში გაწეული ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის დეტალურ ანგარიში, შეიმუშავოს განყოფილების მომავალი წლის კვლევითი მუშაობის მიმართულებები და წარუდგინოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ე) უხელმძღვანელოს და უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის (1918-1921წწ) საარქივო მასალის დამუშავებაში;
ვ). ორგანიზება გაუწიოს განყოფილებისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
6. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’; 
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრული საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის  განყოფილების  გამგის  (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი)   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები  აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023   წლის   27 თებერვლიდან   2023 წლის 3 მარტის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს     დემოკრატიული     რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის     განყოფილების   გამგე   (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   საქართველოს   დემოკრატიული   რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი)   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 14 მარტისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი        გიორგი შამათავა
 

სრულად

ბრძანების N: 41/02-01