საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის რევაზ გულარაშვილის 2023 წლის 03 აპრილის N8881/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ამოღებულ იქნას ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს „ბ“ თავის VII მუხლის 7.4. პუნქტი.
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 89/02-01

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9, და მე-11 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი  მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში  სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების  თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01/01 ბრძანების მეორე პუნქტის დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 03 აპრილის N8780/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 03 აპრილის N8804/26, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დირექტორის 2023 წლის 05 აპრილის N9235/10, უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორის  2023  წლის  04  აპრლის N8946/10  და  უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2023 წლის 06 აპრილის N9350/10 კორესპონდენციების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  იაკობ  გოგებაშვილისადმი   მიძღვნილი  ქართველოლოგიის დარგში  სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და  დადგენილი  წესით ჩატარების უზრუნველყოფის  მიზნით შეიქმნას  სსიპ   -   ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის   საორგანიზაციო  კომიტეტი   შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ეკატერინე  ნავროზაშვილი   –  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან ჭკუასელი  – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილე;
გ) თეიმურაზ პაპასქირი  - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის   პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ)  რუსუდან სანაძე – ფსიქოლოგიისა და  განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) ანა ლეთოდიანი  – თსუ  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ)  გიორგი  გოგოლაშვილი -  თსუ არნოლდ ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ქართველურ  ენათა  განყოფილების  ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ)   ნანა   ბახსოლიანი   –   თსუ  ივანე ჯავახიშვილის  ისტორიისა   და   ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ) მედეა ღლონტი – თსუ  არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დირექტორის     მოადგილე,    მთავრი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) თეა ქამუშაძე – თსუ  ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი;
კ) ლილი მეტრეველი – თსუ  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 80/01-01  

სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის  ჩატარების  ერთიანი   წესისა   და  პირობების   პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო  ჯგუფის შექმნის  თაობაზე  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის    დეპარტამენტის     უფროსმა    ნათელა   ლაცაბიძემ    (დოკუმენტი    N9055/10;
04.04.2023წ), მიმართა თსუ  რექტორს, იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფის ერთ- ერთი წევრი, თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე გათავისუფლდა  აღნიშნული  პოზიციიდან და  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე  დამტკიცდა ბ-ნი შოთა ფოთოლაშვილი.

ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში შევიდეს  ცვლილება და სამუშაო ჯგუფის
კომისიის წევრად, ირმა გრძელიძის ნაცვლად დაფიქსირდეს შოთა ფოთოლაშვილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის,   ,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს  კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის  41 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   დამტკიცების  თაობაზე’’   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, 291  -ე მუხლის,  პერსონალის მართვის დეპარტამენტის  უფროსის ნ. ლაცაბიძის 2023 წლის 4 აპრილის N9055/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების  პროექტის შემუშავების მიზნით  სამუშაო  ჯგუფის შექმნის  თაობაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი’’;
2.   დაევალოს    უნივერსიტეტის     კანცელარიას    წინამდებარე     ბრძანების      გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.   ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე      განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 78/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის  დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების  და  საგარეო ურთიერთობათა   დეპარტამენტის   უფროსის   წერილის (9648/10; 10/04/2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული     უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 11,12 და 13 აპრილს.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

11 აპრილი:
•        თამარ ქარაია, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (10:00 - 16:30 საათი);
•        გიორგი ჩაკვეტაძე, თსუ  იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი);
•        მაია სვანაძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი);
•        თამაზ ზუბიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•        რუსუდან დოლიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-14:00 საათი);
•        ნათელა ნემსაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);

12 აპრილი:
•        გიორგი დგებუაძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე (10:00-16:30);
•        დავით მაცაბერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•        ლია ძებისაური, ასოცირებული პროფესორი, თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);
•        მანანა გელაშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);
•        მაია არჩუაძე, ასისტენტ პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი)

13 აპრილი-ინგლისურენოვანი კომისია:
•       ირაკლი კახიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (10:00-16:30 საათი);
•       ზაალ მაჭავარიანი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•       სანდრო ტაბატაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•        მანანა რუსიეშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-14:00 საათი);
•        ირინა გველესიანი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი); 
•        ლელა ჯამაგიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);


13 აპრილი-ინგლისურენოვანი კომისია:
•        ნინო ქიმერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (16:00-17:00 საათი);
•        კონსტანტინე ბრეგაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (16:00-17:00 საათი);
•        გიორგი რუსიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (16:00-17:00 საათი);

13 აპრილი-ფრანგულენოვანი და ესპანურენოვანი კომისია:
•        ბელა ხაბეიშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (17:00-18:00 საათი);
•        ნინო ქავთარაძე, ასისტენტ  პროფესორი,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (17:00-18:00 საათი);
•        მარინე კობეშავიძე, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (17:00-18:00 საათი);

4.   დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  -  ნათია კალანდაძე დავიზიტორ პროფესორთა და  უცხოელ გაცვლით სტუდენტთა მობილობის კოორდინაციის ჯგუფის ლიდერი - მარიამ რაზმაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის რექტორის 2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 77/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ესპანური ენა A1.1.“-ს დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54–ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის     N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მარტის N8658/10 და თსუ    უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 05 აპრილის  N9227/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ესპანური ენა A1.1.“ (დანართი 1);
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 74/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ჩეხური ენა A1“-ს დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54–ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის     N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მარტის N8658/10 და თსუ    უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 05 აპრილის  N9228/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1.  დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ჩეხური ენა A1“  (დანართი1);
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 75/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით     დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“ და   „ო“   ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 23   მარტის N 7737/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  გენდერული  თანასწორობის  გეგმა’’ (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში   ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოში  (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

ჯაბა სამუშია რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 76/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო უგრეხელიძის 2023 წლის 05 აპრილის N9120/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.          შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 23. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

1.   ნინო უგრეხელიძე - დეპარტამენტის უფროსი - N104 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
2.   თინათინ  იზორია-დეპარტამენტის  უფროსის  მოადგილე  -  N104  ოთახში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
3.   მარიამ  მაღრაძე   -  ვებგვერდის   მთავარი  რედაქტორი   -  N104  ოთახში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 81/02-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 9358/10; 06/04/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 7 აპრილს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) თეა    გერგადავა,    თსუ    საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
დ) ანა    ხარაიშვილი,    თსუ    იურიდიული    ფაკულტეტის    სამაგისტრო კლინიკების დირექტორი, კომისიი წევრი;
ე)  შოთა  ფოთოლაშვილი,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 73/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო უგრეხელიძის 2023 წლის 05 აპრილის N9120/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 23. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

1.   ნინო უგრეხელიძე - დეპარტამენტის უფროსი - N104 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
2.   თინათინ  იზორია-დეპარტამენტის  უფროსის  მოადგილე  -  N104  ოთახში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
3.   მარიამ  მაღრაძე   -  ვებგვერდის   მთავარი  რედაქტორი   -  N104  ოთახში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 81/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (ინგლისურენოვანი) მაგისტრანტებისათვის 2022- 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 29 მარტის N8422/30 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ – 10 ვაკანტური ადგილი;
2.რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება - 4 აპრილი;
3.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ კრედიტების აღიარება - 5 აპრილი;    
4.ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამისშეცვლის მსურველებთან - - 6 აპრილი;
5. საგანმანათლებლო    ერთეულის    მიერ    სასწავლო    პროცესის    მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 7 აპრილი;
6. რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი განხორცილდეს მატერიალურად;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს,
8. ბრძანების    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულებისათვის    გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი    ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 71/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2023 წლის  3 აპრილის N8869/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2023 წლის 30 მარტის სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის     ინსტიტუტში     უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სულხან   ნანობაშვილი   -   ელეფთერ   ანდრონიკაშვილის   სახელობის   ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) ალექსანდრე   შენგელაია   -   ელეფთერ   ანდრონიკაშვილის   სახელობის   ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ალექსანდრე    ღონღაძე    -    ელეფთერ    ანდრონიკაშვილის    სახელობის    ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი   მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ სულხან ნანობაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე შენგელაია, საკონკურსო კომისიის  მდივნად  ალექსანდრე ღონღაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 22 მაისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით      გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 72/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცედურის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით     დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“ და   „ო“   ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 31 მარტის N8591/10 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰიმნის კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცედურა“ (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი      ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 69/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და ადმინისტრირების წესისა  და პირობების“  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა  და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.  შეუჩერდეთ   სტუდენტის სტატუსი 2022-2023  სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის  გავლისას სწავლის საფასურად;
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების         დეპარტამენტს         პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის დღიდან  ერთი თვის  ვადაში  ქ.
თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 321/01-04  

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო¬სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52¬ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ¬ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე, 


ვბრძანებ: 

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით: 
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6); 


2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად; 

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე; 

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე; 

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი,, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 

რექტორი ჯაბა სამუშია 
 
  

სრულად

ბრძანების N: 291/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და ადმინისტრირების წესისა  და პირობების“  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა  და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.  შეუჩერდეთ   სტუდენტის სტატუსი 2022-2023  სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის  გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის დღიდან  ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 306/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის   პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის   მე-3  ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა  და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეუწყდეთ სტუდენტის  სტატუსი  სტუდენტის  სტატუსის  შეჩერებიდან  5  წლიანი ვადის  გასვლის გამო სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს  წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული  პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 307/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში  სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის  შესახებ

„სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი  საფეხურის  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის  სტატუსის  შეწყვეტასთან   დაკავშირებით“   თსუ   რექტორის  2023  წლის  09 მარტის  N133/01-04 ბრძანებით  დაიწყო  წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი  და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში  სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის  თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  41-ე მუხლის   მე-5  პუნქტის  ,,დ“   ქვეპუნქტის  თანახმად,   ერთი  და  იმავე   სავალდებულო სასწავლო კურსში   სამჯერ  კრედიტის   ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის  საფუძველს. წარმოების  შედეგად   დადგინდა,   რომ თსუ-ს  რექტორის  2023  წლის  03  მარტის N133/01-04  ბრძანებაში  მითითებულ სტუდენტთა  ნაწილს,  რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა  წარმოება, ნამდვილად  აქვს  სტუდენტის  სტატუსის  შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა  შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ემუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის  პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული პირის-  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“  თსუ-ს რექტორის 2010  წლის  13  სექტემბრის  N83/01-01  ბრძანების,  ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის N8018/28; 27.03.2023; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის N6891/27, 16.03.2023; სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  N7863/30, 24.03.2023; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის/მოადგილის  N23981/29, 26.09.2022; N8305/29, 29.03.2023; იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის N8273/31-01, 28.03.2023; N7904/31-05, 24.03.2023; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის N6447/26, 13.03.2023 და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის N7094/32, 17.03.2023 წარდგინებების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შეუწყდეთ თსუ-ს  სტუდენტის  სტატუსი  2022-2023  სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დაწყებითი  საფეხურის  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული    საბაკალავრო–სამაგისტრო    საგანმანათლებლო    პროგრამების სტუდენტებს, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე  სავალდებულო სასწავლო კურსში  სამჯერ  კრედიტის  ვერმიღების  გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი  N5);
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N6)

2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.   ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1 თვის  ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64). 

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 283/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2022- 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2023 წლის 09 მარტის N133/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. შევიდეს   ცვლილება   „სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის      მომზადების      ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ   კრედიტის   ვერმიღების   გამო,   2022-2023   სასწავლო   წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2023 წლის 09 მარტის N133/01-04 ბრძანების მესამე პუნქტში მითითებულ თარიღში და მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 29 მარტისა.“

2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი    ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 242/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო         ტექნოლოგიების         დეპარტმენტს         პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი        ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 251/01-04