,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 მაისის N11625/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო სტრატეგიის შემუშავების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფი (შემდგომში -,,სამუშაო ჯგუფი’’) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში;
„განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაო ჯგუფის“ თანახელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ერეკლე ასტახიშვილი - რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) თინათინ დავითაშვილი - თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი -სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მიხეილ რუხაია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თენგიზ ბუჩუკური - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია